ბათუმის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში პირველად მოხვდა

© Government of Georgiaბათუმის აეროპორტი
ბათუმის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2022
გამოწერა
ცენტრალური აზიის კატეგორიაში გაიმარჯვა ბაქოს აეროპორტმა, ხოლო ერევნის აეროპორტმა მე-4 ადგილი დაიკავა.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველად ბრიტანული კერძო კონსალტინგური კომპანია Skytrax-ის საუკეთესო აეროპორტების რეიტინგში მოხვდა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
პარიზში გამართულ Skytrax World Airport Awards 2022-ზე TAV Georgia-ს მართვაში არსებული ორივე აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის დაასახელეს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველად (მე-6 ადგილი), ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (მე-5 ადგილი) ზედიზედ მეცხრედ მოხვდა აღნიშნულ კატეგორიაში.
მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის, ტალინის, ბუქარესტის, რიგის, თბილისის, ბათუმის, კიევის (ბორისპოლი), ბელგრადის, ბრატისლავასა და ზაგრების საერთაშორისო აეროპორტები - 2022 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.
Skytrax – გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს მრავალი წელია იკვლევს და აფასებს. Skytrax World Airport Awards-ის ექსპერტები მსოფლიოს 550 აეროპორტის 106 სხვადასხვა ეროვნების 13 მილიონზე მეტი მგზავრის შეფასებას ეყრდნობიან.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანიაTAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო და მასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის კატეგორიაში გაიმარჯვა ბაქოს აეროპორტმა, ხოლო ერევნის აეროპორტმა მე-4 ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, გამარჯვებული აეროპორტებია
Central Europe 2022 – მიუნხენი (გერმანია)
Western Europe 2022 - პარიზი (საფრანგეთი)
Southern Europe 2022 – სტამბული (თურქეთი)
Northern Europe 2022 - ჰელსინკი (ფინეთი)
South America 2022 – ბოგოტა (კოლუმბია)
North America 2022 - სიეტლი (აშშ)
America/Caribbean 2022 - პანამა (პანამა)
India / South Asia 2022 – დელი (ინდოეთი)
Central Asia /CIS 2022 – ბაქო (აზერბაიჯანი)
Australia/Pacific 2022 – ბრიზბენი (ავსტრალია)
Africa 2022 - კეიპტაუნი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა)
წყარო - Best Airports 2022 by Global Region
ყველა ახალი ამბავი
0