მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არა ბირთვულ იარაღს - ყაზახეთი ინიციატივით გამოვიდა

© Press Service of the Ministry of Foreign Affairs of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკშიყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰტარ ტლეუბერდი
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰტარ ტლეუბერდი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2022
გამოწერა
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 13.400 ბირთვული ქობინია განლაგებული
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ყაზახეთი მოუწოდებს მსოფლიოს ბირთვულ სახელმწიფოებს ბირთვული იარაღის ლიკვიდაციის გეგმა შეიმუშაონ, ხოლო უკრაინის კონფლიქტი აჩვენებს კაცობრიობის მოწყვლადობას ამ მომაკვდინებელი იარაღის წინაშე, მიაჩნია საგარეო საქმეთა მინისტრ მუჰტარ ტლეუბერდის (Mukhtar Tleuberdi).
„უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი, საუბარი ბირთვული შეიარაღების დაბრუნებაზე და ბირთვული იარაღის გამოყენების ურთიერთმუქარები გვაიძულებს დავფიქრდეთ ისე როგორც არასდროს, ვიფიქროთ კაცობრიობის კოლექტიურ დაუცველობაზე და ამ მომაკვდინებელი იარაღის აკრძალვისა და ლიკვიდაციის გადაუდებელ აუცილებლობაზე“, - დაწერა მან თავის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულების (TPNW) მონაწილე სახელმწიფოთა პირველი შეხვედრის წინ, რომელიც 21-23 ივნისს ვენაში გაიმართება, იტყობინება Sputnik-ყაზახეთი.
როგორც ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 13.400 ბირთვული ქობინია განლაგებული.
ტლეუბერდიმ აღნიშნა, რომ ბირთვულ განიარაღებაში ყაზახეთის პრაქტიკული წვლილი აძლევს მას მორალურ უფლებას, მომავალშიც მოუწოდოს ხალხებს და მთავრობებს გააორმაგონ ძალისხმევა ურთიერთნდობის განმტკიცების საფუძველზე პლანეტის ბირთვული თვითგანადგურების საფრთხისგან გასათავისუფლებლად.
წყარო - Sputnik-ყაზახეთი.
ყველა ახალი ამბავი
0