https://sputnik-georgia.com/20220618/irakli-raribasvili-somxetsi-samusao-vizitit-imyofeba-267601617.html
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
Sputnik საქართველო
მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
2022-06-18T17:42+0400
2022-06-18T17:42+0400
2022-06-18T18:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
კავკასია
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/14/263007221_0:19:2265:1294_1920x0_80_0_0_ef21b8dae3a2b7adf50b5d5446f6b5e9.png
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით სომხეთში იმყოფება, ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.მთავრობის მეთაურმი სომხეთში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დილიჟანში შეხვდა.კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე.უკვე 20 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი ყატარში გაემგზავრება, სადაც ორდღიან ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური ღონისძიების მონაწილეებს ფორუმის ერთ-ერთ პანელზე სიტყვით მიმართავს.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.წყარო - საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/14/263007221_259:0:1984:1294_1920x0_80_0_0_9896415edceea41f80d920436765360b.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთი ვიზიტი ნიკოლ ფაშინიანი
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთი ვიზიტი ნიკოლ ფაშინიანი
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
17:42 18.06.2022 (განახლებულია: 18:02 18.06.2022) მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით სომხეთში იმყოფება, ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმი სომხეთში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დილიჟანში შეხვდა.
კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.
მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე.
უკვე 20 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი ყატარში გაემგზავრება, სადაც ორდღიან ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური ღონისძიების მონაწილეებს ფორუმის ერთ-ერთ პანელზე სიტყვით მიმართავს.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს ათობით საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.