„დიდი ნაყინობანა“: ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

© Pixabay / silviaritaნაყინი
ნაყინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2022
გამოწერა
ღონისძიების ორგანიზატორები სტუმრებს საინტერესო გასართობ პროგრამასაც ჰპირდებიან.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. 2-3 ივლისს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტუმრებს ადგილზე დახვდებათ ანიმატორი, გმირები, გასართობი შოუ, სხვადასხვა გათამაშება და DJ. ასევე, გაიმართება სახალისო შეჯიბრებები. გამარჯვებულებს კი საჩუქრად სხვადასხვა სახეობის ნაყინი გადაეცემათ.
„2 ივლისს, გახსნაზე გელოდებათ „რანინას“ საიუბილეო სეზონის მონაწილეების კონცერტი და ნიკო ქაჯაია. ნაირ-ნაირი ნაყინები, „დანკინის“ გემრიელი ცივი ყავა ნაყინით, ბელგიური ვაფლი ნაყინით და გართობა“, - აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.
ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანია. 6 წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვებიან; სკოლის მოსწავლეები 50 თეთრი; სტუდენტები და პენსიონერები - 1 ლარი; ზრდასრულები - 4 ლარი; საოჯახო ბილეთის ღირებულება კი 6 ლარია.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გასტანს.
აღსანიშნავია, რომ ნაყინის კიდევ ერთი ფესტივალი-დღესასწაული 17 ივლისს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0