https://sputnik-georgia.com/20220618/dedaenis-barsi-gircis-organizabit-aqcia-gaimarta-267595041.html
დედაენის ბაღში „გირჩის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა
დედაენის ბაღში „გირჩის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა
Sputnik საქართველო
პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, რადგან ევროინტეგრაციის თემაზე „მრავალაქციანობა დაიშვა“, მათაც გადაწყვიტეს აქციის გამართვა და ევროპაზე ამომრჩეველს დაელაპარაკონ.
2022-06-18T15:22+0400
2022-06-18T15:22+0400
2022-06-18T21:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23536/35/235363545_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_6fe42eac81c6261038b66640ee4e7cb4.jpg
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „გირჩმა“ დედაენის ბაღში აქცია „მხოლოდ ევროპისთვის“ გამართა, იუწყება „პირველი არხი“.16 ივნისს აქცია გაიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, რომელმაც მოუწოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს, ხუთშაბათს შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, რათა აჩვენონ ერთიანობა და ევროინტეგრაციის მისწრაფება. 17 ივნისს კი საქართველომ ევროკომისიისგან არ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ხოლო 20 ივნისს მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააანონსა აქცია „შინ ევროპისკენ“. შეკრებილები აპირებენ აჩვენონ ევროპას, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არცერთ აქციას არ შეუერთდა.დღევანდელი აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ის არ ეწინააღმდეგება არც 16 და არც 20 ივნისის აქციებს. მათი თქმით, დღევანდელი აქციის მიზანი მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთან ევროპის მნიშვნელობაზე საუბარი იყო.პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, რადგან ევროინტეგრაციის თემაზე „მრავალაქციანობა დაიშვა“, მათაც გადაწყვიტეს აქციის გამართვა და ევროპაზე ამომრჩეველს დაელაპარაკონ.ევროკომისიის დასკვნა პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გამოაცხადა. ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.რეზოლუციაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებელია პატიმარი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ასევე იყო მოწოდება, დაუწესდეს სანქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს – „კრემლთან კავშირების გამო“, რის გამოც მთავრობა არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.მმართველ პარტიაში ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და მიღწევა უწოდეს.წყარო - „პირველი არხი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23536/35/235363545_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_03d5544d649690286350998e07caa6f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დედაენა ბაღი „გირჩი“ ორგანიზება აქცია
დედაენა ბაღი „გირჩი“ ორგანიზება აქცია
დედაენის ბაღში „გირჩის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა
15:22 18.06.2022 (განახლებულია: 21:47 18.06.2022) პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, რადგან ევროინტეგრაციის თემაზე „მრავალაქციანობა დაიშვა“, მათაც გადაწყვიტეს აქციის გამართვა და ევროპაზე ამომრჩეველს დაელაპარაკონ.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „გირჩმა“ დედაენის ბაღში აქცია „მხოლოდ ევროპისთვის“ გამართა, იუწყება „პირველი არხი“.
16 ივნისს აქცია გაიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, რომელმაც მოუწოდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე რიგით მოქალაქეებს, ხუთშაბათს შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, რათა აჩვენონ ერთიანობა და ევროინტეგრაციის მისწრაფება. 17 ივნისს კი საქართველომ ევროკომისიისგან არ მიიღო რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. ხოლო 20 ივნისს მოძრაობა „სირცხვილიამ“ დააანონსა აქცია „შინ ევროპისკენ“. შეკრებილები აპირებენ აჩვენონ ევროპას, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არცერთ აქციას არ შეუერთდა.
დღევანდელი აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ის არ ეწინააღმდეგება არც 16 და არც 20 ივნისის აქციებს. მათი თქმით, დღევანდელი აქციის მიზანი მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთან ევროპის მნიშვნელობაზე საუბარი იყო.
პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, რადგან ევროინტეგრაციის თემაზე „მრავალაქციანობა დაიშვა“, მათაც გადაწყვიტეს აქციის გამართვა და ევროპაზე ამომრჩეველს დაელაპარაკონ.
„გადავწყვიტეთ, ჩვენს ამომრჩეველს, ადამიანებს, რომლებიც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში შემოგვიერთდნენ და არ ვიცნობთ, დავლაპარაკებოდით. საუბრის საფუძველი გვქონდა, თუ რა არის ევროპა, რადგან რასაც ვუყურებთ ჩვენ გარშემო, ყველას სხვანაირად ესმის. გვინდა, რაღაცნაირად დაველაპარაკოთ ადამიანებს, ჩვენ როგორ ვუყურებთ ევროპის იდეას, რა არის ევროპული ღირებულებები და რა არის ის მოგონილი ღირებულებები, რასაც ევროპის სახელით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანი თავს გვახვევს“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
ევროკომისიის დასკვნა პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გამოაცხადა. ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
რეზოლუციაში აღნიშნული იყო, რომ აუცილებელია პატიმარი ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ასევე იყო მოწოდება, დაუწესდეს სანქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს – „კრემლთან კავშირების გამო“, რის გამოც მთავრობა არ აწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
მმართველ პარტიაში ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი და მიღწევა უწოდეს.