https://sputnik-georgia.com/20220618/aq-ise-daisvenebt-rogorc-sakutar-saxlsi-portugaliuri-media-saqartvelos-sesaxeb-wers-267592198.html
„აქ ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში“: პორტუგალიური მედია საქართველოს შესახებ წერს
„აქ ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში“: პორტუგალიური მედია საქართველოს შესახებ წერს
Sputnik საქართველო
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას
2022-06-18T12:30+0400
2022-06-18T12:30+0400
2022-06-18T16:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროპა
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/76/241617658_0:217:1242:916_1920x0_80_0_0_e55d3f4e18a8df0b5db0fb377193faa1.jpg
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. პორტუგალიის სამოგზაურო გამოცემებში Opcaoturismo და viagens.sapo საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულების შესახებ ვრცელი სტატიები გამოქვეყნდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.გამოცემების ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში საქართველოში იმოგზაურეს.საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა სტატიებითა და პოსტებით სოციალურ ქსელებში მკითხველებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, დაცული ტერიტორიები და ქართული სამზარეულო გააცნეს. სტატიებიპრეს-ტურის ხუთი მონაწილე თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს და ქვიშხეთს ეწვია. ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა ბაღდათი და საირმე მოინახულეს, დაათვალიერეს ვანი, მარტვილი, სოფელი გორდი. ეწვივნენ პრომეთეს მღვიმესა და წყალტუბოს.„იმერეთსა და სამეგრელოში ორი ხეობაა, რომლის სილამაზეც სუნთქვის შემკვრელია. ოკაცეს და მარტვილის კანიონები ბუნების ძეგლებია. აქ მოხვედრა ლაშქრობით არის შესაძლებელი. რომ დატკბეთ ხედებით, ორივე კანიონს დიდი ხნით უნდა ეწვიოთ“, - წერს Viagens.sapo-ს ჟურნალისტი.პრეს-ტური პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა და მისი მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია პორტუგალიაში, ასევე ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვა.წყარო - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/76/241617658_218:269:1081:916_1920x0_80_0_0_9247dec838d6af62af55e40461cd6936.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პორტუგალია საქართველო ტურიზმი opcaoturismo viagens.sapo
პორტუგალია საქართველო ტურიზმი opcaoturismo viagens.sapo
„აქ ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში“: პორტუგალიური მედია საქართველოს შესახებ წერს
12:30 18.06.2022 (განახლებულია: 16:07 18.06.2022) პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციასა და ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვას
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. პორტუგალიის სამოგზაურო გამოცემებში Opcaoturismo და viagens.sapo საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულების შესახებ ვრცელი სტატიები გამოქვეყნდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
გამოცემების ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში საქართველოში იმოგზაურეს.
საქართველოში მოგზაურობის შემდეგ, პორტუგალიელმა ჟურნალისტებმა სტატიებითა და პოსტებით სოციალურ ქსელებში მკითხველებსა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, დაცული ტერიტორიები და ქართული სამზარეულო გააცნეს. სტატიები
„საქართველოში ისე დაისვენებთ, როგორც საკუთარ სახლში. ვფიქრობ, პორტუგალიელი ტურისტებისთვის ეს სლოგანი ყველაზე შესაფერისი იქნება. საქართველო გამორჩეულია თავისი ხალხით, ლანდშაფტით, ბუნებით. ძალიან ბევრი მსგავსებაა პორტუგალიასთან, ტრადიციებით და ღირებულებებით“, - წერს
Opcaoturismo-ს ჟურნალისტი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა.
პრეს-ტურის ხუთი მონაწილე თბილისს, მცხეთას, უფლისციხეს და ქვიშხეთს ეწვია. ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა ბაღდათი და საირმე მოინახულეს, დაათვალიერეს ვანი, მარტვილი, სოფელი გორდი. ეწვივნენ პრომეთეს მღვიმესა და წყალტუბოს.
„იმერეთსა და სამეგრელოში ორი ხეობაა, რომლის სილამაზეც სუნთქვის შემკვრელია. ოკაცეს და მარტვილის კანიონები ბუნების ძეგლებია. აქ მოხვედრა ლაშქრობით არის შესაძლებელი. რომ დატკბეთ ხედებით, ორივე კანიონს დიდი ხნით უნდა ეწვიოთ“, - წერს
Viagens.sapo-ს ჟურნალისტი.
პრეს-ტური პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით გაიმართა და მისი მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია პორტუგალიაში, ასევე ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვა.