ძალოსნობა: გეგი თაბაგარი ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიძალოსნობა
ძალოსნობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
გეგი თაბაგარმა ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამი დაძლია.
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. მექსიკის ქალაქ ლეონში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე გეგი თაბაგარმა ოქროს მედალი მოიპოვა.
თაბაგარმა ატაცში 140 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 177 კილოგრამის აწევა მოახერხა. შედეგად ქართველ სპორტსმენს ორჭიდის ჯამში 317 კილოგრამი დაუგროვდა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი იყო.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა სპორტსმენმა ყველა გამოსვლაზე წარმატებით იასპარეზა, მისი შედეგები ტურნირზე კი ასე გამოიყურება:
ატაცი: 134 კგ, 138 კგ, 140 კგ
აკვრა: 166 კგ, 170 კგ, 177 კგ
თაბაგარმა, რომელიც 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, 17 კილოგრამით აჯობა თურქმენეთის წარმომადგენელ საფარლი მუხიევსა და მექსიკელ პაბლო მედინა კონტრერასს.
ამას გარდა, ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 89 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონი გახდა ნიკოლოზ ესართია, რომელიც მხოლოდ ერთ მეტოქეს ჩამორჩა. ტურნირზე მედლის გარეშე დაასრულეს ასპარეზობა გიგა ოდიკაძემ, არჩილ ოქროპირიძემ (ორივე 55 კგ) და ლევან ოჩიგავამ (73 კგ).
ყველა ახალი ამბავი
0