ტენდერის თანხა მიითვისეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით გაიმარჯვა ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოები შეასრულა ნაწილობრივ, ხოლო ავანსის სახით ჩარიცხული თანხიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1.232.372 ლარს.
„ბრალდებულმა საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რა გზითაც შეიქმნა ფიქტიური აქტივი 99.233 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომში გამოიყენა ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების ცნობით, ბრალდებული, სახელმწიფო გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას სრულად არ ადეკლარირებდა მიღებულ შემოსავალს, რითაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში 467.688 ლარის გადახდას.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 182-ე, 210-ე და 218-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0