„სუხიშვილები“ სეზონს თბილისში კონცერტით დახურავს

© courtesy of Sukhishvilebi"სუხიშვილები"
სუხიშვილები - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართება.
ევროპული ტურნეს ფარგლებში (ხორვატია, ბულგარეთი, სერბეთი, რუმინეთი, მოლდოვა) ჩატარებული 11 კონცერტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულმა ანსამბლმა გადაწყვიტა ამ სეზონში ბოლო გამოსვლა თბილისელი მაყურებლისთვის გამართოს.
ანსამბლის შემქმნელები, პროფესიონალი მოცეკვავეები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი ქართული ხალხური ცეკვის აღორძინებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეუდგნენ.
© courtesy of Sukhishvilebiნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები"
Национальный балет Грузии Сухишвили - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები"
სუხიშვილისა და რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტი 1945 წელს დაარსდა. ეს იყო საქართველოს პირველი პროფესიონალური ანსამბლი, რომლის მაგალითსაც მოგვიანებით სხვებმაც მიბაძეს. უკვე 1948 წელს ანსამბლი გასტროლებით გაემგზავრა ევროპაში. ამას მოჰყვა მიწვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
დღეს მსოფლიოში სახელგანთქმულ ანსამბლს სუხიშვილი-რამიშვილის დინასტიის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი - ნინო სუხიშვილი.
ანსამბლმა ილიკო და ნინო სუხიშვილების ხელმძღვანელობით ინოვაციური რეფორმა გაატარა, რომელიც მიახლოებულია ე.წ. მოდერნისტული ბალეტის პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისი არსით ესაა ქართული ეროვნული ქორეოგრაფია – ადგილობრივ ფოლკლორზე აღმოცენებული ცეკვები.
ყველა ახალი ამბავი
0