„საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით დამატებითი ღამის რეისი დანიშნა

© photo: Sputnikბათუმის სარკინიგზო სადგური
ბათუმის სარკინიგზო სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
კომპანიამ გადაწყვეტილება გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მიიღო.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ 19-20 ივნისს თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი ღამის რეისი დანიშნა, იუწყება კომპანიის პრეს-სამსახური.
გადაწყვეტილება კომპანიამ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო მიიღო.
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, მატარებელი თბილისიდან 00:25 საათზე გავა და ბათუმში 06:11 საათზე ჩავა. ბათუმიდან გამგზავრების დრო კი 00:20 საათია, თბილისში მატარებელი 06:09 საათზე იქნება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდზე https://ticket.railway.ge/, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0