https://sputnik-georgia.com/20220617/qartuli-kinos-retrospeqtivas-monanieba-daxuravs-267569301.html
ქართული კინოს რეტროსპექტივას „მონანიება" დახურავს
ქართული კინოს რეტროსპექტივას „მონანიება" დახურავს
Sputnik საქართველო
კინომემკვიდრეობა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T16:54+0400
2022-06-17T16:54+0400
2022-06-17T21:09+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/86/239618683_0:0:2563:1443_1920x0_80_0_0_88fe5564de3391df555a45e92a3e10ff.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამართული რეტროსპექტივა „60-იანი წლების ქართული კინო“ დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული რეტროსპექტივა 27 მაისს გაიხსნა და 19 ივნისს დასრულდება.„17-18 ივნისს, 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ (1967) და რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება“ (1975). რეტროსპექტივა თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიების“ (1984) ჩვენებით დაიხურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელმა იხილა ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ფილმები:ფილმების აღდგენა ახლახან დასრულდა და მაყურებელმა ისინი ამ სახით პირველად იხილა.კინოჩვენება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის (ვაჟა-ფშაველას №1) კინოდარბაზში მიმდინარეობს. დასწრება თავისუფალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23961/86/239618683_0:0:2563:1923_1920x0_80_0_0_151e2ce4ea6bc8d0178a8f2aa758f5b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული კინოს რეტროსპექტივას „მონანიება" დახურავს
16:54 17.06.2022 (განახლებულია: 21:09 17.06.2022) კინომემკვიდრეობა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ეროვნული არქივის კინოდარბაზში გამართული რეტროსპექტივა „60-იანი წლების ქართული კინო“ დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული რეტროსპექტივა 27 მაისს გაიხსნა და 19 ივნისს დასრულდება.
„17-18 ივნისს, 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი“ (1967) და რეზო ესაძის „ერთი ნახვით შეყვარება“ (1975). რეტროსპექტივა თენგიზ აბულაძის ფილმ „მონანიების“ (1984) ჩვენებით დაიხურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელმა იხილა ციფრულად რესტავრირებული ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ფილმები:
„მაგდანას ლურჯა“ - თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე;
„ფერიცვალება“ - ლანა ღოღობერიძე;
„თეთრი ქარავანი“ - ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა;
„გიორგობისთვე“ - ოთარ იოსელიანი;
„ალავერდობა“ - გიორგი შენგელაია;
„ფიროსმანი“ - გიორგი შენგელაია;
„XIX საუკუნის ქართული ქრონიკა" - ალექსანდრე რეხვიაშვილი;
„პირველი მერცხალი“ - ნანა მჭედლიძე;
„შერეკილები“ - ელდარ შენგელაია.
ფილმების აღდგენა ახლახან დასრულდა და მაყურებელმა ისინი ამ სახით პირველად იხილა.
კინოჩვენება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის (ვაჟა-ფშაველას №1) კინოდარბაზში მიმდინარეობს. დასწრება თავისუფალია.