ახალი მეგობრები და კრიზისის მიზეზები: პუტინი ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ვლადიმირ პუტინი პირადად არის ჩართული პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის მომზადებაში და ამას ძალიან სერიოზულად ეკიდება, ის ისაუბრებს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და კრიზისის მიზეზებზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„საუბარი ძირითადად იქნება ეკონომიკაზე, იმაზე, თუ როგორ აისახება ეს ვითარება ეკონომიკაზე, როგორ იცხოვრებს ჩვენი ეკონომიკა დასავლეთის მტრული გამოვლინებების ფონზე, როგორ მოვძებნეთ და ვიპოვეთ უკვე ახალი მეგობრები მსოფლიოს სხვა კუთხეებში, რა გახდა კრიზისის მიზეზი, რომელიც ახლა გვაქვს მსოფლიო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში“, — განაცხადა პესკოვმა.

პრეს-მდივანმა აღნიშნა, რომ „ამ გამოსვლის მნიშვნელობის გადაჭარბებულად შეფასება ძნელია“, რადგან ფორუმი და პუტინის გამოსვლა დროში ემთხვევა უპრეცედენტო მოვლენებს მსოფლიო დიპლომატიაში, მსოფლიო ეკონომიკასა და მსოფლიო პოლიტიკაში, რაც „კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვებს, რომლებსაც პრეზიდენტი გაახმოვანებს“.
პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული აბსოლუტურად უპრეცედენტო ეკონომიკური ომის მიუხედავად, პუტინის გამოსვლას ყველა დიდი ყურადღებით მოისმენს.
სანქტ-პეტერბურგში 15-დან 18 ივნისამდე საიუბილეო XXV საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იმართება. მისი მთავარი თემაა „ახალი სამყარო - ახალი შესაძლებლობები“.
წლევანდელი ფორუმი უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების ახალი მძლავრი რაუნდის ფონზე მიმდინარეობს. რუსეთის ბაზრიდან ბევრი უცხოური კომპანია გავიდა და ქვეყანაში წარმოების ობიექტები დახურა.
წყარო: „რია ნოვოსტი“
ყველა ახალი ამბავი
0