https://sputnik-georgia.com/20220617/putini-sanqciebis-sesaxeb-267583333.html
„გიჟური და დაუფიქრებელი“ - პუტინი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესახებ
„გიჟური და დაუფიქრებელი“ - პუტინი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესახებ
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ანტირუსულ სანქციებზე და მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავებაში დასავლეთის როლზე ისაუბრა. 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T20:14+0400
2022-06-17T20:14+0400
2023-07-20T15:45+0400
რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267577081_0:183:2850:1786_1920x0_80_0_0_eb4b05585a88814b7d5543a020b857cf.jpg
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიზანი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა თავიანთ ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენეს.ევროპასა და აშშ-ში სოციალური და ეკონომიკური პრობლემები გამწვავდა – ძვირდება საქონელი, კვების პროდუქტები, ელექტროენერგია და საავტომობილო საწვავი, დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინმა მიუთითა აშშ-ის როლზე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავებაში, რომელმაც ცივ ომში გამარჯვების გამოცხადებისას თავისი ინტერესები სიწმინდედ გამოაცხადა.პუტინის მთავარი გზავნილები ეკონომიკურ ფორუმზე ამ დროისათვის>>„ისინი თითქოს არ ამჩნევენ, რომ ბოლო ათწლეულებში დედამიწაზე ჩამოყალიბდნენ და სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ახალი მძლავრი ცენტრები, ყოველი მათგანი ავითარებს საკუთარ პოლიტიკურ სისტემებს და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, ხორცს ასხამს ეკონომიკური ზრდის საკუთარ მოდელებს და მათ, რასაკვირველია, მათი დაცვის, ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის უფლება აქვთ“, – დასძინა პუტინმა.როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, ამჟამინდელი ცვლილებები ეკონომიკასა და საერთაშორისო პოლიტიკაში ფუნდამენტური და დაუნდობელი ხასიათისაა.რუსეთის პრეზიდენტის აზრით, დასავლეთის ქვეყნების მმართველი წრეები ცდილობენ ისტორიის მსვლელობას შეეწინააღმდეგონ, აზროვნებენ გასული საუკუნის კატეგორიებით, იკვებებიან ილუზიებით და არ სურთ ცვლილებების შემჩნევა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267577081_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_14fee016f32da77a905fcd9acecd1297.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი, ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
„გიჟური და დაუფიქრებელი“ - პუტინი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შესახებ
20:14 17.06.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) რუსეთის პრეზიდენტმა ანტირუსულ სანქციებზე და მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავებაში დასავლეთის როლზე ისაუბრა.
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიზანი ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
პუტინმა აღნიშნა, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა თავიანთ ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენეს.
„ეს არის დასავლეთში რუსოფობიის ამჟამინდელი შემოტევის და რუსეთის საწინააღმდეგო გიჟური სანქციების ბუნება. გიჟურის და, ვიტყოდი, დაუფიქრებელის. მათ რაოდენობასა და სისწრაფეს პრეცედენტი არ გააჩნია. გათვლა გასაგები იყო: რუსეთის ეკონომიკის წალეკვა ბიზნეს-ჯაჭვების რღვევის, რუსეთის ბაზრიდან დასავლური კომპანიების იძულებით გაწვევის, სამამულო აქტივების გაყინვის ხარჯზე მრეწველობისთვის, ფინანსებისთვის, ადამიანების ცხოვრების დონისთვის დარტყმის მიყენება. არ გამოუვიდათ“, – განაცხადა პუტინმა.
ევროპასა და აშშ-ში სოციალური და ეკონომიკური პრობლემები გამწვავდა – ძვირდება საქონელი, კვების პროდუქტები, ელექტროენერგია და საავტომობილო საწვავი, დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა მიუთითა აშშ-ის როლზე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავებაში, რომელმაც ცივ ომში გამარჯვების გამოცხადებისას თავისი ინტერესები სიწმინდედ გამოაცხადა.
„ისინი თითქოს არ ამჩნევენ, რომ ბოლო ათწლეულებში დედამიწაზე ჩამოყალიბდნენ და სულ უფრო ხმამაღლა საუბრობენ ახალი მძლავრი ცენტრები, ყოველი მათგანი ავითარებს საკუთარ პოლიტიკურ სისტემებს და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს, ხორცს ასხამს ეკონომიკური ზრდის საკუთარ მოდელებს და მათ, რასაკვირველია, მათი დაცვის, ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის უფლება აქვთ“, – დასძინა პუტინმა.
როგორც რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, ამჟამინდელი ცვლილებები ეკონომიკასა და საერთაშორისო პოლიტიკაში ფუნდამენტური და დაუნდობელი ხასიათისაა.
„შეცდომაა ივარაუდო, რომ ძლიერი გარდაქმნების დროს შეიძლება სადღაც გამოიზამთრო იმის მოლოდინში, რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და ძველებურად იქნება. არ იქნება. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ქვეყნის მმართველი წრეები სწორედაც რომ ასეთი ილუზიებით იკვებებიან, არ სურთ ცხადის დანახვა და დაჟინებით ებღაუჭებიან წარსულის აჩრდილს“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის აზრით, დასავლეთის ქვეყნების მმართველი წრეები ცდილობენ ისტორიის მსვლელობას შეეწინააღმდეგონ, აზროვნებენ გასული საუკუნის კატეგორიებით, იკვებებიან ილუზიებით და არ სურთ ცვლილებების შემჩნევა.