ფრანგული კომპანია საქართველოს ენერგეტიკული პროექტების პოტენციალს შეისწავლის

© photo: Sputnikელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
ფრანგული კომპანია ადგილობრივი განახლებადი ენერგეტიკის რესურსების განვითარებით დაინტერესდა.
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. ფრანგული ენერგეტიკული კომპანია EDF საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების პოტენციალს შეისწავლის. ამ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილისა და Electricite de France (EDF) ვიცე-პრეზიდენტის მარკ ჟირარის შეხვედრაზე ისაუბრეს.
ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები ძალიან დაინტერესდნენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორით, ადგილობრივი განახლებადი რესურსების განვითარებით და ინვესტიციებით. ამ მიზნით EDF შეისწავლის ქვეყნის ენერგეტიკული პროექტების პოტენციალს.

ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების ტენდენციებზე, პრობლემებზე და შესაძლებლობებზე, ყურადღება გაამახვილეს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმაზე და მის შედეგებზე, ასევე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ენერგოსისტემებს შავი ზღვით დააკავშირებს.

საფრანგეთის ენერგეტიკული კომპანია EDF კონსულტაციას უწევს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიების განვითარების კვლევის პროექტში.
EDF არის საფრანგეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია და მსოფლიოში უმსხვილესი ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი.
Electricite de France მართავს ატომური ელექტროსადგურის 59 ენერგობლოკს საფრანგეთში, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს 25 მილიონ სახლს.
ყველა ახალი ამბავი
0