https://sputnik-georgia.com/20220617/mwvane-lobios-salati-267570621.html
მწვანე ლობიოს სალათი: რეცეპტი წონაში დაკლების მსურველებისთვის
მწვანე ლობიოს სალათი: რეცეპტი წონაში დაკლების მსურველებისთვის
Sputnik საქართველო
მწვანე ლობიო უნივერსალური ბოსტნეულია, ვინაიდან უამრავ ვიტამინს შეიცავს და, ამასთან, დაბალკალორიულიცაა. 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T15:27+0400
2022-06-17T15:27+0400
2023-06-27T12:28+0400
გემრიელი სამზარეულო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267570323_0:1420:2048:2572_1920x0_80_0_0_2d26a1467113bdeb3602d4c46d051ea9.jpg
სპეციალისტების თქმით, მწვანე ლობიოს რეგულარული მიღება, მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით, ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს იმუნიტეტს, აღკვეთს თვალის ბადურის დეგენერაციას, სასარგებლოა შარდის ბუშტის დაავადებების დროს − აჩქარებს შარდმჟავას ორგანიზმიდან გამოდევნას და აღკვეთს თირკმელებში ქვების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის შედედების უნარს, მენოპაუზის დროს ამცირებს „ალების“ რაოდენობას, აძლიერებს ძვლოვან ქსოვილს...ამასთან მას აქვს ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი (GL 15), რაც იმას ნიშნავს, რომ მწვანე ლობიო არ იწვევს სისხლში შაქრის ნახტომისებურ მატებას.თუმცა ის რეკომენდებული არ არის კუჭის დაავადებების − დაბალმჟავიანი გასტრიტისა და წყლულის, ასევე ქოლეცისტიტის შემთხვევაში. მწვანე ლობიოს ასევე უნდა მოერიდონ მეტეორიზმისადმი მიდრეკილი ადმიანებიც.ყველა სხვა შემთხვევაში ეს მართლაც ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც ამავდროულად ძალიან დაბალკალორიულიცაა: 100 გ პროდუქტში სულ რაღაც 31 კილოკალორიაა. მიუხედავად ამისა, მწვანე ლობიო, მასში შემავალი ბოჭკოების წყალობით, რომელთა გადამუშავებასაც შედარებით მეტი დრო სჭირდება, მადას საგრძნობლად აქვეითებს.შესაბამისად, მწვანე ლობიოსგან მომზადებული ზოგი კერძი პირდაპირ მისწრებაა მათთვის, ვინც დიეტაზეა.ქვემოთ ერთი ასეთი უცხო სალათის რეცეპტს გაგაცნობთ.ინგრედიენტებიმომზადების წესიმოაშორეთ ლობიოს ყუნწები, დაამტვრიეთ დაახლოებით სამ სანტიმეტრიან ნაწილებად და კარგად გარეცხეთ. შემდეგ მოამზადეთ ორთქლზე დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში (ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სპეციალური ქვაბი, ისე მდუღარე წყლიან ქვაბზე დადებული ჩვეულებრივი საწური − „დურშლაგი“);სანამ ლობიო მზადდება, დაჭერით კუბებად ყველი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ნიორი (შეგიძლიათ დაჭყლიტოთ ან დანაყოთ) და რეჰანი. აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში;შემდეგ ცალკე ჭურჭელში შეაზავეთ ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი.როდესაც მწვანე ლობიო მოითუშება, ეს ყველაფერი ზემოდან მოაყარეთ და მოასხით და კარგად მოურიეთ.
https://sputnik-georgia.com/20190301/niaxuris-supi-dieta-244563135.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267570323_0:1536:2048:3072_1920x0_80_0_0_3753c6a0b865aaac2ee96acd27da263b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
გემრიელი სამზარეულო
მწვანე ლობიოს სალათი: რეცეპტი წონაში დაკლების მსურველებისთვის
15:27 17.06.2022 (განახლებულია: 12:28 27.06.2023) მწვანე ლობიო უნივერსალური ბოსტნეულია, ვინაიდან უამრავ ვიტამინს შეიცავს და, ამასთან, დაბალკალორიულიცაა.
სპეციალისტების თქმით, მწვანე ლობიოს რეგულარული მიღება, მასში შემავალი ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით, ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს იმუნიტეტს, აღკვეთს თვალის ბადურის დეგენერაციას, სასარგებლოა შარდის ბუშტის დაავადებების დროს − აჩქარებს შარდმჟავას ორგანიზმიდან გამოდევნას და აღკვეთს თირკმელებში ქვების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის შედედების უნარს, მენოპაუზის დროს ამცირებს „ალების“ რაოდენობას, აძლიერებს ძვლოვან ქსოვილს...
ამასთან მას აქვს ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი (GL 15), რაც იმას ნიშნავს, რომ მწვანე ლობიო არ იწვევს სისხლში შაქრის ნახტომისებურ მატებას.
თუმცა ის რეკომენდებული არ არის კუჭის დაავადებების − დაბალმჟავიანი გასტრიტისა და წყლულის, ასევე ქოლეცისტიტის შემთხვევაში. მწვანე ლობიოს ასევე უნდა მოერიდონ მეტეორიზმისადმი მიდრეკილი ადმიანებიც.
ყველა სხვა შემთხვევაში ეს მართლაც ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, რომელიც ამავდროულად ძალიან დაბალკალორიულიცაა: 100 გ პროდუქტში სულ რაღაც 31 კილოკალორიაა. მიუხედავად ამისა, მწვანე ლობიო, მასში შემავალი ბოჭკოების წყალობით, რომელთა გადამუშავებასაც შედარებით მეტი დრო სჭირდება, მადას საგრძნობლად აქვეითებს.
შესაბამისად, მწვანე ლობიოსგან მომზადებული ზოგი კერძი პირდაპირ მისწრებაა მათთვის, ვინც დიეტაზეა.
ქვემოთ ერთი ასეთი უცხო სალათის რეცეპტს გაგაცნობთ.
ლაიმის წვენი − 2 ჩაის კოვზი;
ზეითუნის ზეთი − 2 სუფრის კოვზი;
სოიოს სოუსი − 1 ჩაის კოვზი;
გამომცხვარი ბულგარული წიწაკა − 2 ცალი;
მოაშორეთ ლობიოს ყუნწები, დაამტვრიეთ დაახლოებით სამ სანტიმეტრიან ნაწილებად და კარგად გარეცხეთ. შემდეგ მოამზადეთ ორთქლზე დაახლოებით 7-10 წუთის განმავლობაში (ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სპეციალური ქვაბი, ისე მდუღარე წყლიან ქვაბზე დადებული ჩვეულებრივი საწური − „დურშლაგი“);
სანამ ლობიო მზადდება, დაჭერით კუბებად ყველი, პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ნიორი (შეგიძლიათ დაჭყლიტოთ ან დანაყოთ) და რეჰანი. აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში;
შემდეგ ცალკე ჭურჭელში შეაზავეთ ლაიმის წვენი, ზეითუნის ზეთი და სოიოს სოუსი.
როდესაც მწვანე ლობიო მოითუშება, ეს ყველაფერი ზემოდან მოაყარეთ და მოასხით და კარგად მოურიეთ.
თქვენი სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!