სოფელ ლესიჭინეში ბანკომატი ააფეთქეს

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში საზოგადოებრივ ცენტრთან მდებარე ბანკომატი ააფეთქეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა საზოგადოებრივი ცენტრის შენობაც.
სხვა დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოა, რომ დამნაშავეებმა თანხის წაღება ვერ მოახერხეს, რადგან მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0