წულუკიანის უწყებამ საქართველოს კრივის ფედერაციას დაფინანსება შეუწყვიტა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიკრივი
კრივი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უმკაცრესი სანქციის მთავარი მიზეზი კრივის ფედერაციის წესდებაა, რომელშიც ცვლილებების შეტანას სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა კატეგორიულად ითხოვს.
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება ახალი ხელმძღვანელობის არჩევამდე შეუჩერდა – ასეთია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც აფინანსებს ფედერაციას, განაცხადა მინისტრმა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, მოკრივეები და კრივის ეროვნული ნაკრები უკეთეს ხელმძღვანელობას იმსახურებენ.
როგორც მინისტრმა განმარტა, ფედერაციას წელს ბიუჯეტიდან მიღებული აქვს დაახლოებით 800 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა (400 ათას ლარამდე) ახალი ხელმძღვანელობის არჩევის შემდეგ ჩაირიცხება.

„აღნიშნული თანხის ჩარიცხვა შეჩერებულია იქამდე, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები და არ შეირჩევა ახალი ხელმძღვანელობა. ეს არის სამინისტროს გადაწყვეტილება. ამას აქვს თავისი სერიოზული მიზეზები, ეს არ ხდება უმიზეზოდ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამის პარალელურად მინისტრმა მოკრივეებს კიდევ ერთხელ მიულოცა ბოლოდროინდელი წარმატება ევროასპარეზზე. მაისის ბოლოს საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ერევანში ჩატარებული კონტინენტის პირველობიდან სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაბრუნდა. საქართველოს ნაკრებს არასდროს ასეთი წარმატებისთვის არ მიუღწევია.
საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები საჰილ ალახვერდოვმა (48 კგ), არტუშ გომციანმა (60 კგ) და გიორგი ყუშიტაშვილმა (86 კგ) აიღეს, ხოლო ვერცხლის მედალი ლაშა გურულმა (67 კგ) მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0