https://sputnik-georgia.com/20220617/gardaicvala-jan-lui-trentiniani-267586173.html
კინომოყვარულები ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს ემშვიდობებიან: ჟან-ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა
კინომოყვარულები ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს ემშვიდობებიან: ჟან-ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ჟან-ლუი ტრენტინიანს მსოფლიო აღიარება მოუტანა ფილმებმა „კონფორმისტი“ და „ქალი და მამაკაცი“. 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T21:16+0400
2022-06-17T21:16+0400
2023-08-17T19:46+0400
საფრანგეთი
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267585622_0:0:2737:1540_1920x0_80_0_0_9f5faded4b5f9445d47d7386d46ecc57.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ფრანგული კინოს ლეგენდა ჟან-ლუი ტრენტინიანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი" მის მეუღლეზე დაყრდნობით ავრცელებს.ტრენტინიანი იყო მსოფლიოს ორი უდიდესი – კანისა და ბერლინის კინოფესტივალების პრიზიორი.ჟან-ლუი ტრენტინიანის დებიუტი თეატრში 1951 წელს შედგა. რამდენიმე თეატრალურ დადგმაში მონაწილეობის შემდეგ კი, 1955 წელს ის პირველად გამოჩნდა კინოში.ფილმმა „და ღმერთმა შექმნა ქალი“ მას დიდი პოპულარობა მოუტანა. აღნიშნულ ფილმში ტრენტინიანის მეწყვილე ბრიჯიტ ბარდო იყო.რეჟისორ კლოდ ლელუშის ფილმში „ქალი და მამაკაცი“ (1966) ავტომრბოლელის როლის შესრულებამ კი ტრენტინიანს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ფილმმა მიიღო კანის ფესტივალის გრან–პრი, „ოსკარი" კატეგორიაში „უცხოენოვანი საუკეთესო ფილმი", ხოლო ტრენტინიანმა – საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.მსახიობს 1969 წელს ფილმისთვის „ძეტა“ მიღებული აქვს კანის კინოფესტივალის ჯილდო ნომინაციაში – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი.2012 წელს მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „სიყვარული", რამაც მას პრემია „ცეზარი", ევროპის კინოაკადემიის პრემია და ასევე „ოსკარის" პრემიაზე 2013 წელს ერთ-ერთი ცენტრალური კანდიდატის სტატუსი მოუტანა. თავად ფილმმა „ოსკარი" მიიღო კატეგორიაში „უცხოენოვანი საუკეთესო ფილმი".
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267585622_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_0cbc27d38460fd66fcbdacaacf466a4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი , ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
საფრანგეთი , ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
კინომოყვარულები ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს ემშვიდობებიან: ჟან-ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა
21:16 17.06.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ჟან-ლუი ტრენტინიანს მსოფლიო აღიარება მოუტანა ფილმებმა „კონფორმისტი“ და „ქალი და მამაკაცი“.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ფრანგული კინოს ლეგენდა ჟან-ლუი ტრენტინიანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი" მის მეუღლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრენტინიანი იყო მსოფლიოს ორი უდიდესი – კანისა და ბერლინის კინოფესტივალების პრიზიორი.
ჟან-ლუი ტრენტინიანის დებიუტი თეატრში 1951 წელს შედგა. რამდენიმე თეატრალურ დადგმაში მონაწილეობის შემდეგ კი, 1955 წელს ის პირველად გამოჩნდა კინოში.
ფილმმა „და ღმერთმა შექმნა ქალი“ მას დიდი პოპულარობა მოუტანა. აღნიშნულ ფილმში ტრენტინიანის მეწყვილე ბრიჯიტ ბარდო იყო.
რეჟისორ კლოდ ლელუშის ფილმში „ქალი და მამაკაცი“ (1966) ავტომრბოლელის როლის შესრულებამ კი ტრენტინიანს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ფილმმა მიიღო კანის ფესტივალის გრან–პრი, „ოსკარი" კატეგორიაში „უცხოენოვანი საუკეთესო ფილმი", ხოლო ტრენტინიანმა – საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.
მსახიობს 1969 წელს ფილმისთვის „ძეტა“ მიღებული აქვს კანის კინოფესტივალის ჯილდო ნომინაციაში – საუკეთესო მამაკაცი მსახიობი.
2012 წელს მსახიობმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „სიყვარული", რამაც მას პრემია „ცეზარი", ევროპის კინოაკადემიის პრემია და ასევე „ოსკარის" პრემიაზე 2013 წელს ერთ-ერთი ცენტრალური კანდიდატის სტატუსი მოუტანა. თავად ფილმმა „ოსკარი" მიიღო კატეგორიაში „უცხოენოვანი საუკეთესო ფილმი".