https://sputnik-georgia.com/20220617/fexburti-qartveli-veteranebi-somex-tanatolebtan-damacxdnen-267546809.html
ფეხბურთი: ქართველი ვეტერანები სომეხ თანატოლებთან დამარცხდნენ
ფეხბურთი: ქართველი ვეტერანები სომეხ თანატოლებთან დამარცხდნენ
Sputnik საქართველო
ამხანაგური მატჩი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა
2022-06-17T00:41+0400
2022-06-17T00:41+0400
2022-06-17T00:42+0400
საქართველო
სომხეთი
კავკასია
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267545038_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_656b2a8494f4d4fa3463dee3004b54e5.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ერევანში სომხეთისა და საქართველოს ვეტერანი ფეხბურთელების ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა - ქართველებმა ანგარიშით 1:4 წააგეს.საქართველოს ნაკრები სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყვნენ ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ასევე დავით ყიფიანის შვილიშვილი - დავით ყიფიანი უმცროსი. გუნდის მწვრთნელები ოთარ გაბელია და დავით მუჯირი იყვნენ.სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში ფაქტობრივად გუნდის 2-3 წლის წინანდელი ლიდერები თამაშობდნენ – იურა მოვსისიანი, მარკოს პიზელი, ედგარ მანუჩარიანი, მოთამაშე-მწვრთნელი კი მეკარე რომან ბერეზოვსკი იყო. იყო მოქმედი მოთამაშეც.დემეტრაძემ 21-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. მანამდე კობახიძე პირისპირ გავიდა მეკარესთან, რომელმაც საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და ცხადია, არბიტრმა წითელი ბარათით ამხანაგური მატჩი არც მას ჩაუმწარა.მეორე ტაიმში, 32-ე წუთზე სომხებმა ანგარიში კრასნოდარის „ყუბანის“ მოქმედი მოთამაშის, არტურ სარქისოვის გოლით გახსნეს – როგორ მოხვდა ის ვეტერანებში, უცნობია. ოთხ წუთში იური მოვსესიანმა მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, 45-ე წუთზე კი მარკოს პიზელიმ მესამე გოლიც გაიტანა.53-ე წუთზე დემეტრაძემ მეორედ გამოიმუშავა პენალტი, რომელიც იაშვილმა უნაკლოდ გამოიყენა. მაგრამ ბოლო წუთზე ედგარ მანუჩარიანმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მოქმედი მოთამაშეებით გაძლიერებულმა სომეხმა ვეტერანებმა 4:1 მოიგეს.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267545038_139:0:1562:1067_1920x0_80_0_0_353a474b6044c9ed090f088ea6d046ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფეხბურთი საქართველო სომხეთი ვეტერანები თანატოლები წაგება
ფეხბურთი საქართველო სომხეთი ვეტერანები თანატოლები წაგება
ფეხბურთი: ქართველი ვეტერანები სომეხ თანატოლებთან დამარცხდნენ
00:41 17.06.2022 (განახლებულია: 00:42 17.06.2022) ამხანაგური მატჩი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ერევანში სომხეთისა და საქართველოს ვეტერანი ფეხბურთელების ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა - ქართველებმა ანგარიშით 1:4 წააგეს.
საქართველოს ნაკრები სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით იყო წარმოდგენილი, მათ შორის იყვნენ ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე, გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ასევე დავით ყიფიანის შვილიშვილი - დავით ყიფიანი უმცროსი. გუნდის მწვრთნელები ოთარ გაბელია და დავით მუჯირი იყვნენ.
სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში ფაქტობრივად გუნდის 2-3 წლის წინანდელი ლიდერები თამაშობდნენ – იურა მოვსისიანი, მარკოს პიზელი, ედგარ მანუჩარიანი, მოთამაშე-მწვრთნელი კი მეკარე რომან ბერეზოვსკი იყო. იყო მოქმედი მოთამაშეც.
დემეტრაძემ 21-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. მანამდე კობახიძე პირისპირ გავიდა მეკარესთან, რომელმაც საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა და ცხადია, არბიტრმა წითელი ბარათით ამხანაგური მატჩი არც მას ჩაუმწარა.
მეორე ტაიმში, 32-ე წუთზე სომხებმა ანგარიში კრასნოდარის „ყუბანის“ მოქმედი მოთამაშის, არტურ სარქისოვის გოლით გახსნეს – როგორ მოხვდა ის ვეტერანებში, უცნობია. ოთხ წუთში იური მოვსესიანმა მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, 45-ე წუთზე კი მარკოს პიზელიმ მესამე გოლიც გაიტანა.
53-ე წუთზე დემეტრაძემ მეორედ გამოიმუშავა პენალტი, რომელიც იაშვილმა უნაკლოდ გამოიყენა. მაგრამ ბოლო წუთზე ედგარ მანუჩარიანმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და მოქმედი მოთამაშეებით გაძლიერებულმა სომეხმა ვეტერანებმა 4:1 მოიგეს.