https://sputnik-georgia.com/20220617/evropasi-qarxnebi-gacerda-267621399.html
ევროპაში ქარხნები გაჩერდა: „ეს მხოლოდ დასაწყისია“
ევროპაში ქარხნები გაჩერდა: „ეს მხოლოდ დასაწყისია“
Sputnik საქართველო
ნატალია დემბინსკაია 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T17:21+0400
2022-06-17T17:21+0400
2022-06-19T20:37+0400
ანალიტიკა
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267572426_0:84:1601:984_1920x0_80_0_0_f68fae87b4079c71aa0af99d78d6afad.jpg
ნატალია დემბინსკაიაევროკავშირი მთელი ძალით იბრძოდა ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად, როდესაც მოულოდნელად გაირკვა, რომ ინდუსტრიას კრიტიკულად აკლია რუსული იაფი ენერგომატარებლები.ფასები მაქსიმალურ დონეზეა, ხოლო მიწოდება, როგორც მოსკოვმა უკვე წარმოაჩინა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეჩერდეს. ქარხნები ერთმანეთის მიყოლებით აჩერებენ წარმოებას. ვინ გაჩერდა და რომელი სფეროები დაზარალდა განსაკუთრებით ბრიუსელის ახალი ენერგეტიკული პოლიტიკისგან, „რია ნოვოსტის“ ავტორის ნატალია დემბინსკაია წერს.ინფლაციური შოკიწლის დასაწყისიდან ევროკავშირში ენერგორესურსები 50%-ით გაძვირდა და 13 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ინფლაცია უზომოდ იზრდება. მაისში ევროზონის 19-მა ქვეყანამ დააფიქსირა რეკორდი: 8,1%. პირველ რიგში, ენერგომატარებლების (39,2%, აპრილში 37,5%), კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის, ასევე სამრეწველო საქონლის ხარჯზე.ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში კიდევ უფრო მეტია: 20,1%, 18,5, 16,4. უმსხვილეს ეკონომიკებში — გერმანიასა და საფრანგეთში — 8,7 და 5,8. გერმანიისთვის ეს ნახევარსაუკუნოვანი მაქსიმუმია.ასეთი მაჩვენებლები მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების და რუსული ნავთობისა და გაზის ნაწილობრივი აკრძალვის პირდაპირი შედეგია. ივნისში ბრიუსელმა ემბარგო დააწესა მილსადენს ნავთობის იმპორტზე, მაგრამ ნახშირწყალბადებზე სრული უარის თქმა ვერ გაბედა. საზღვაო გადაზიდვები გრძელდება. თუმცა ეს ძალიან ძვირი დაჯდა. ამის საფასურს მომხმარებლებიც იხდიან და მრეწველობაც.დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის ეკონომიკა კატასტროფას უახლოვდება, ამასთან ინფლაციური ცუნამი სამომხმარებლო ბაზრებზე მხოლოდ ახლა იწყება. ფასების შემდგომ ზრდაზე მწარმოებელთა ტარიფების ინდექსის მკვეთრი ზრდა მიუთითებს: 36,8% წელიწადში.Spiegel-ში მიიჩნევენ, რომ რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო, რომელიც ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში შემოიღო, „საფასო შოკს", უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, შემოსავლებისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებას გამოიწვევს.ბრიუგელის კვლევითი ცენტრის დირექტორის გუნტრამ ვოლფის თქმით, ინფლაციური ზეწოლა გაგრძელდება და ბაზრებზე მდგომარეობა გაუარესდება.ერთმანეთის მიყოლებითჯერ კიდევ შემოდგომაზე, გაზის ფასებმა მძიმე დარტყმა მიაყენა ევროპის ქიმიურ ინდუსტრიას. ნორვეგიულმა კომპანია Yara International ASA-მ მინერალური სასუქების წარმოება 40%-ით შეამცირა. ბრიტანულმა CF Industries-მა ორი ქარხანა დახურა, გერმანულმა BASF SE-მ ასევე დახურა ზოგიერთი ობიექტი.ახლა, როგორც The Wall Street Journal წერს, მათ მაგალითს სხვებიც მიჰყვნენ. რამდენიმე საწარმომ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ იაფ რუსულ ნავთობს, წარმოება შეაჩერეს, რადგან ისინი ვერ უმკლავდებიან ენერგიის გაზრდილ ხარჯებს. „ტოქსიკური“ ენერგომატარებლების ალტერნატივის პოვნას დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუ მოსკოვი მთლიანად შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ყველაფერი გაჩერდება.„გაზპრომმა“ უკვე გადაუკეტა სარქველები ბულგარეთს, ფინეთსა და პოლონეთს — იმიტომ, რომ მათ უარი განაცხადეს რუბლში გადახდაზე. არადა, რუსეთის წილი ევროკავშირის გაზის იმპორტში დაახლოებით 40%-ია.მაისში იტალიის ეკოლოგიური გადასვლის საქმეთა მინისტრმა რობერტო ცინგოლანიმ დროებითი ნებართვა მოითხოვა რუბლში გადახდებზე, „სანამ ევროკავშირი საკანონმდებლო ბაზასა და შედეგებს აწესრიგებს“. ხოლო 15 ივნისს იტალიურმა Eni-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გაზპრომისგან“ მიწოდების შემცირების შესახებ მიიღო შეტყობინება. მიზეზები არ სახელდება.დომინოს ეფექტიახლა ენერგომატარებლების ფასები აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთში და სხვა რეგიონებში გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპაში. მაგალითად, ევროკავშირში გაზი თითქმის სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე აშშ-ს ბაზარზე. ამიტომ, ევროპული საწარმოები კონკურენციას ვერ უძლებენ.ახალი პირობები ყველა დარგმა იგრძნო, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ქიმიური მრეწველობა. OCI NV-ის დირექტორ აჰმედ ელ-ჰოშის თქმით, კომპანიამ შეამცირა ამიაკის წარმოება ნიდერლანდების ქარხანაში და ახლა ის აშშ-დან, ეგვიპტედან და ალჟირიდან შეაქვთ.დიდ ბრიტანეთში დაიხურა Ince-ის ქარხანა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია აზოტოვანი სასუქების ბაზარზე. CF Fertilizers-ის მფლობელმა კომპანიამ გაფრთხილება გაავრცელა, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს სურსათის მიწოდების ჯაჭვები.სტატისტიკის ეროვნული ბიუროს თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციამ მაისში 40 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ცხრა პროცენტი შეადგინა. მთლიანობაში, Make UK დათვლით, ბრიტანული კომპანიების 17%-მა შეამცირა „ენერგოინტენსიური პროდუქტების გამოშვება“.ზარალდებიან მეტალურგებიც. ArcelorMittal-მა მარტიდან დაიწყო ფოლადის ქარხნების პიკის საათებში გაჩერება. Acerinox-მა დახურა თავისი ერთადერთი ქარხანა ესპანეთში.ლითონჩამომხსმელი ჰოლდინგი Celsa აპირებს „პაუზაზე“ დააყენოს ქარხანა ბარსელონაში, რომლის წლიური სიმძლავრე 2,5 მილიონი ტონაა.ევროპაში გაზის ნორმირებისთვის ემზადებიან, იმისშიშით, რომ„პუტინიმილსგადაკეტავს“. მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადით“ გადაქაჩვების შემცირების შესახებ გამოაცხადა, ცისფერი საწვავის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 1200 ევროს გადააჭარბა. ყველა პროგნოზის მიხედვით, ელექტროენერგიისმაღალმახარჯებმაშეიძლებასამრეწველოწარმოებაჩამოშალოს ევროკავშირში და ეკონომიკურიზრდა შეაფერხოს.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
https://sputnik-georgia.com/20220608/fsonebi-gaizarda-267248305.html
https://sputnik-georgia.com/20220421/ra-elis-airbuss-266168781.html
https://sputnik-georgia.com/20220329/rusettan-navtob-gazis-tamasebma-evropa-cixsi-seiyvana-265590652.html
https://sputnik-georgia.com/20220215/ruseti-evropis-gasakotreblad-moemzada-264462800.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/11/267572426_88:0:1511:1067_1920x0_80_0_0_df20d146e3364534154fc7cc7a09edf2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მიმოხილვები
ევროკავშირი მთელი ძალით იბრძოდა ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად, როდესაც მოულოდნელად გაირკვა, რომ ინდუსტრიას კრიტიკულად აკლია რუსული იაფი ენერგომატარებლები.
ფასები მაქსიმალურ დონეზეა, ხოლო მიწოდება, როგორც მოსკოვმა უკვე წარმოაჩინა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეჩერდეს. ქარხნები ერთმანეთის მიყოლებით აჩერებენ წარმოებას. ვინ გაჩერდა და რომელი სფეროები დაზარალდა განსაკუთრებით ბრიუსელის ახალი ენერგეტიკული პოლიტიკისგან, „რია ნოვოსტის“ ავტორის ნატალია დემბინსკაია წერს.
წლის დასაწყისიდან ევროკავშირში ენერგორესურსები 50%-ით გაძვირდა და 13 წლიან მაქსიმუმს მიაღწია. ინფლაცია უზომოდ იზრდება. მაისში ევროზონის 19-მა ქვეყანამ დააფიქსირა რეკორდი: 8,1%. პირველ რიგში, ენერგომატარებლების (39,2%, აპრილში 37,5%), კვების პროდუქტების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის, ასევე სამრეწველო საქონლის ხარჯზე.
ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში კიდევ უფრო მეტია: 20,1%, 18,5, 16,4. უმსხვილეს ეკონომიკებში — გერმანიასა და საფრანგეთში — 8,7 და 5,8. გერმანიისთვის ეს ნახევარსაუკუნოვანი მაქსიმუმია.
ასეთი მაჩვენებლები მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების და რუსული ნავთობისა და გაზის ნაწილობრივი აკრძალვის პირდაპირი შედეგია. ივნისში ბრიუსელმა ემბარგო დააწესა მილსადენს ნავთობის იმპორტზე, მაგრამ ნახშირწყალბადებზე სრული უარის თქმა ვერ გაბედა. საზღვაო გადაზიდვები გრძელდება. თუმცა ეს ძალიან ძვირი დაჯდა. ამის საფასურს მომხმარებლებიც იხდიან და მრეწველობაც.
დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის ეკონომიკა კატასტროფას უახლოვდება, ამასთან ინფლაციური ცუნამი სამომხმარებლო ბაზრებზე მხოლოდ ახლა იწყება. ფასების შემდგომ ზრდაზე მწარმოებელთა ტარიფების ინდექსის მკვეთრი ზრდა მიუთითებს: 36,8% წელიწადში.
Spiegel-ში მიიჩნევენ, რომ რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო, რომელიც ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში შემოიღო, „საფასო შოკს", უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, შემოსავლებისა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირებას გამოიწვევს.
ბრიუგელის კვლევითი ცენტრის დირექტორის გუნტრამ ვოლფის თქმით, ინფლაციური ზეწოლა გაგრძელდება და ბაზრებზე მდგომარეობა გაუარესდება.
ჯერ კიდევ შემოდგომაზე, გაზის ფასებმა მძიმე დარტყმა მიაყენა ევროპის ქიმიურ ინდუსტრიას. ნორვეგიულმა კომპანია Yara International ASA-მ მინერალური სასუქების წარმოება 40%-ით შეამცირა. ბრიტანულმა CF Industries-მა ორი ქარხანა დახურა, გერმანულმა BASF SE-მ ასევე დახურა ზოგიერთი ობიექტი.
ახლა, როგორც The Wall Street Journal წერს, მათ მაგალითს სხვებიც მიჰყვნენ. რამდენიმე საწარმომ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყენებდნენ იაფ რუსულ ნავთობს, წარმოება შეაჩერეს, რადგან ისინი ვერ უმკლავდებიან ენერგიის გაზრდილ ხარჯებს. „ტოქსიკური“ ენერგომატარებლების ალტერნატივის პოვნას დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუ მოსკოვი მთლიანად შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ყველაფერი გაჩერდება.
„გაზპრომმა“ უკვე გადაუკეტა სარქველები ბულგარეთს, ფინეთსა და პოლონეთს — იმიტომ, რომ მათ უარი განაცხადეს რუბლში გადახდაზე. არადა, რუსეთის წილი ევროკავშირის გაზის იმპორტში დაახლოებით 40%-ია.
მაისში იტალიის ეკოლოგიური გადასვლის საქმეთა მინისტრმა რობერტო ცინგოლანიმ დროებითი ნებართვა მოითხოვა რუბლში გადახდებზე, „სანამ ევროკავშირი საკანონმდებლო ბაზასა და შედეგებს აწესრიგებს“. ხოლო 15 ივნისს იტალიურმა Eni-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გაზპრომისგან“ მიწოდების შემცირების შესახებ მიიღო შეტყობინება. მიზეზები არ სახელდება.
ახლა ენერგომატარებლების ფასები აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთში და სხვა რეგიონებში გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპაში. მაგალითად, ევროკავშირში გაზი თითქმის სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე აშშ-ს ბაზარზე. ამიტომ, ევროპული საწარმოები კონკურენციას ვერ უძლებენ.
ახალი პირობები ყველა დარგმა იგრძნო, მაგრამ განსაკუთრებით დაზარალდა ქიმიური მრეწველობა. OCI NV-ის დირექტორ აჰმედ ელ-ჰოშის თქმით, კომპანიამ შეამცირა ამიაკის წარმოება ნიდერლანდების ქარხანაში და ახლა ის აშშ-დან, ეგვიპტედან და ალჟირიდან შეაქვთ.
დიდ ბრიტანეთში დაიხურა Ince-ის ქარხანა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია აზოტოვანი სასუქების ბაზარზე. CF Fertilizers-ის მფლობელმა კომპანიამ გაფრთხილება გაავრცელა, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს სურსათის მიწოდების ჯაჭვები.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს თანახმად, გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციამ მაისში 40 წლის მაქსიმუმს მიაღწია და ცხრა პროცენტი შეადგინა. მთლიანობაში, Make UK დათვლით, ბრიტანული კომპანიების 17%-მა შეამცირა „ენერგოინტენსიური პროდუქტების გამოშვება“.
ზარალდებიან მეტალურგებიც. ArcelorMittal-მა მარტიდან დაიწყო ფოლადის ქარხნების პიკის საათებში გაჩერება. Acerinox-მა დახურა თავისი ერთადერთი ქარხანა ესპანეთში.
ლითონჩამომხსმელი ჰოლდინგი Celsa აპირებს „პაუზაზე“ დააყენოს ქარხანა ბარსელონაში, რომლის წლიური სიმძლავრე 2,5 მილიონი ტონაა.
ევროპაში გაზის ნორმირებისთვის ემზადებიან, იმისშიშით, რომ„პუტინიმილსგადაკეტავს“. მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადით“ გადაქაჩვების შემცირების შესახებ გამოაცხადა, ცისფერი საწვავის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 1200 ევროს გადააჭარბა. ყველა პროგნოზის მიხედვით, ელექტროენერგიისმაღალმახარჯებმაშეიძლებასამრეწველოწარმოებაჩამოშალოს ევროკავშირში და ეკონომიკურიზრდა შეაფერხოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე