ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა

© photo: Sputnik / Stringerევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2022
გამოწერა
ევროკომისიის მიერ მომზადებული დასკვნა გადაეცემა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის საბჭოს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებით დასკვნა მოამზადა, რომლის თანახმად ამ ეტაპზე ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ მისცა.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანამ საშინაო დავალება შეასრულა და ელოდება ევროკავშირის პოლიტიკურ და სიმბოლურ გადაწყვეტილებას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო „ასოცირებული ტრიოს“ წევრ ქვეყნებს შორის მოწინავეა.
საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადა 3 მარტს შეიტანეს. მანამდე ანალოგიური განაცხადი გააკეთა უკრაინამ.
დასკვნა მომზადდა იმ კითხვარზე პასუხების საფუძველზე, რომლებიც სამივე ქვეყანამ დაჩქარებული წესით მიიღო და ასევე უმოკლეს ვადებში შეავსო.
ევროკომისიის დასკვნა გადაეცემა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის საბჭოს.
საბოლოო გადაწყვეტილება, მიიღებენ თუ არა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს, 23-24 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე გახდება ცნობილი. ქვეყანა იმ შემთხვევაში მიიღებს სტატუსს, თუ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისგან დადებითი პასუხი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0