Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს...“ - ხათუნა ჟორდანია თურქეთში მკურნალობს

© courtesy of Assa Hallზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია
ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
თურქეთში შემოწმებაზე ჩასულ ხათუნა ჟორდანიას ახალი პრობლემა აღმოუჩინეს და ის ამჟამად მკურნალობის კურსს გადის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.
ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
„ყველაფერს ვიტყვი“ – ვინ არის ცნობილი მომღერალი, რომელზეც ხათუნა ჟორდანია ეჭვიანობდა

„ამჟამად ვიმყოფები სტამბულში. ჩამოვედი შესამოწმებლად, მიწევდა სამ თვეში ერთხელ ჩამოსვლა, გადამიყვანეს 6 თვეზე, თუმცა ჩამოვედი ცოტა დაგვიანებით 6 თვის თავზე და კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს. გავდივარ მკურნალობის კურსს, რაც გამოიხატება დასხივებაში, ანუ ვიკეთებ თითქმის ყოველდღე“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია და სხვა პაციენტებს გამამხნევებელ მიმართვას უგზავნის.

მისი თქმით, სიმსივნე არ არის განაჩენი და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

„მე ვიყავი და ვარ ამის მაგალითი. ზუსტად ვიცი ის პატარა პრობლემა რაც არის, იმასაც მოვერევი და ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ მოვერიო ამ ვერაგ დაავადებას. ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის ამ დაავადებას: ერთი წამით არ დაყაროთ ფარ-ხმალი! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მე ჩემი სიცოცხლით დაგიმტკიცებთ, რომ ყველა დაავადება განკურნებადია, თუ ადამიანი მოინდომებს“, – ამბობს ჟორდანია.

ყველა ახალი ამბავი
0