ცხოვრება საქართველოში: უკრაინის, ბელარუსის და რუსეთის რამდენი მოქალაქე დასახლდა ქვეყანაში

© photo: Sputnikტურისტი
ტურისტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
77 უცხოელი, რომლებმაც ბოლო პერიოდში ბინადრობის ნებართვა მიიღეს, საქართველო ყოფილი მოქალაქეა.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ საქართველოში ბინადრობის ნებართვა მიიღო უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის დაახლოებით 1,2 ათასმა მოქალაქემ, ნათქვამია პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის იაგო ხვიჩიას კითხვის პასუხად იუსტიციის სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილში.
ბინადრობის ნებართვა – ესაა დოკუმენტი, რომელიც უცხოელს უფლებას აძლევს, დაუბრკოლებლად იმყოფებოდეს საქართველოში ვიზის ვადის მოქმედებისგან დამოუკიდებლად, ასევე მოიწვიოს თავისთან სხვა უცხოელები.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის 1 თებერვლიდან 20 მაისამდე პერიოდში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უწყებას რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის 1.866-მა მოქალაქემ მიმართა, 1.184 განაცხადი დაკმაყოფილდა.
კერძოდ, ბინადრობის ნებართვა მიიღო რუსეთის 824-მა მოქალაქემ, ბელარუსის 192-მა და უკრაინის 168 მოქალაქემ. მათგან 77 საქართველოს ყოფილი მოქალაქეა.
საქართველოში ბინადრობის 10 ტიპის ნებართვა გაიცემა. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებმა მიიღეს შემდეგი სახის ნებართვები: საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის ოჯახთან დაბრუნების მიზნით, შრომითი, საინვესტიციო, დროებითი და მოკლევადიანი.
ბინადრობის ნებართვის თითოეული სახეობის მისაღებად დოკუმენტების სხვადასხვა ჩამონათვალია საჭირო.
ყველა ახალი ამბავი
0