UFC: მერაბ დვალიშვილი ყოფილი ჩემპიონის წინააღმდეგ - შეხვედრა მალე ჩაინიშნება

© Will Paul / CES MMAმერაბ დვალიშვილი გამარჯვებას აღნიშნავს
მერაბ დვალიშვილი გამარჯვებას აღნიშნავს - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ 31 წლის მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე 2021 წლის 25 სექტემბრის შემდეგ არ გასულა.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. UFC-ს ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აგვისტოში, დიდი ალბათობით, ბრაზილიელ ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება. ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი არიელ ჰელვანი ავრცელებს.
ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირება 20 აგვისტოს UFC 278-ის ღონისძიების ფარგლებში გაიმართება. როგორც ჟურნალისტი წერს, მებრძოლებს ჯერ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერიათ, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ორთაბრძოლაც უახლოეს მომავალში ოფიციალურად ჩაინიშნება.
აღსანიშნავია, რომ 31 წლის მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე 2021 წლის 25 სექტემბრის შემდეგ არ გასულა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ში პირველი ორი ბრძოლა ფრენკი საენსთან და რიკი საიმონთან დათმო, შემდეგ კი ზედიზედ შვიდი მეტოქე დაამარცხა. ბოლოს დვალიშვილმა მარლონ მორაესთან იმარჯვა. ჟოზე ალდოსთან შეხვედრა კი მისთვის რიგით მეათე ბრძოლა იქნება.
რაც შეეხება ჟოზე ალდოს, რომელიც UFC-ს ყოფილი ჩემპიონია, ბრაზილიელს კარიერის მანძილზე 38 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 31 მოიგო და 7-ჯერ დამარცხდა. ალდო ამჯერად რეიტინგის მესამე ნომერია, ხოლო დვალიშვილი მეექვსე ადგილს იკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0