თბილისი „ზაფხულის ღამის ჯაზის“ მოლოდინშია

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიფესტივალი Koktebel Jazz Party
ფესტივალი Koktebel Jazz Party - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
ცნობილი „არტოს ბაღი“ ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლებს.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ქართველი ჯაზ-მუსიკოსების რიგით მესამე ფესტივალი „ზაფხულის ღამის ჯაზი“ თბილისში 17–19 ივნისს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მსოფლიოში აღიარებული 100-მდე ქართველი მუსიკოსი. ღონისძიებები გაიმართება არტოს ბაღში (დავით აღმაშენებლის გამზირი, 103), დასაწყისი 19:00 საათი.

ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ სხვადასხვა არტისტებისა და ბენდების პერფორმანსებს. მსმენელის წინაშე წარდგებიან მაია ბარათაშვილი და ჯაზ-ტრიო, გიგი ცინცაძის ტრიო, რეზო კიკნაძე და Rooftop Underground, დინი ვირსალაძის კვარტეტი, პაპუნა შარიქაძე, ლაშა დეისაძე და სხვები.

ფესტივალი თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია მუსიკოსების კავშირი ZMG-ART.
ყველა ახალი ამბავი
0