Tbilisi Piano Fest: ორბელიანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

CC BY 2.0 / antony griffiths / pianoპიანინო
პიანინო - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
ფესტივალი, რომელიც 2019 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით დაფუძნდა, ყოველწლიურად იმართება.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საფორტეპიანო მუსიკის თბილისის საერთაშორისო ფესტივალთან (Tbilisi Piano Fest) დაკავშირებით ორბელიანის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
TBILISI PIANO FEST-ი, რომელიც დედაქალაქში მესამედ ტარდება და მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებსა და პედაგოგებს აერთიანებს, 9 ივნისს გაიხსნა.
უწყების ცნობით, ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა 17 ივნისის 07:00 საათიდან 20 ივნისის 03:00 საათამდე იმოქმედებს.

„სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მშრალი ხიდის მიმართულებით ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით შეძლებენ. ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებები ორბელიანის ქუჩამდე გადაადგილდებიან და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, ხოლო წლევანდელ სტუმართა შორის არიან ცნობილი პიანისტები ნიუ-იორკიდან, პარიზიდან, ციურიხიდან, მადრიდიდან, ვენიდან და ბერლინიდან. მსმენელის წინაშე წარდგებიან ქართველი პიანისტები: ედიშერ სავიცკი, სანდრო გეგეჭკორი და ირმა გიგანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობას იღებს უკრაინული წარმოშობის პიანისტი კონსტანტინ ლიფშიცი.
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ 19 ივნისს გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დუდანა მაზმანიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, სახელგანთქმული პიანისტის ციპრიენ კაცარისი და ცნობილი გერმანელი დირიჟორი მორიც გნანი.
ყველა ახალი ამბავი
0