საპატრიარქოს გუნდი ვატიკანში იგალობებს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივატიკანი
ვატიკანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
თეა წულუკიანის თქმით, ეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალი წლის სურვილი იყო.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. სამების საკათედრო ტაძრის გუნდის 40 მგალობელი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, 26 ივნისს სიქსტის კაპელაში (ვატიკანი) იგალობებს, განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – 29 ივნისს, როდესაც რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვას აღავლენს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაფუძნებული სამების გუნდი წირვის დასრულების შემდეგ შეასრულებს ილია მეორის „ავე მარიას“, ასევე შესრულდება „შენ ხარ ვენახი“.
გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის დირიჟორობით წარდგება მსმენელის წინაშე.

„როგორც სიქსტის კაპელაში გამართული კონცერტი, ისე საზეიმო მესა პირდაპირი ეთერით გადაიცემა კათოლიკურ სამყაროში. ეს არის ისტორიული მოვლენა და, ვფიქრობ, არავინ გვიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ყველა ის თემა, რასაც შეიძლება განვიხილავდეთ, არის უფრო პატარა, ვიდრე ის, რასაც ახლა ველოდებით დიდი სიხარულით“, – განაცხადა წულუკიანმა.

სიქსტის კაპელა არის სამლოცველო მოციქულეობრივ სასახლეში, ვატიკანში, რომის პაპის ოფიციალური რეზიდენცია. იგი 1473-1481 წლებში არქიტექტორმა ჯორჯე დე დოლჩიმ რომის პაპის სიქსტუს IV-ის ბრძანებით ააგო. სახელწოდებაც აქედან გაჩნდა. სიქსტის კაპელა აღორძინების ეპოქის დიდებული ნიმუშია, მოხატულია აღორძინების ეპოქის უდიდესი მხატვრების, მათ შორის მიქელანჯელოს მიერ. ამჟამად იქ მუზეუმია, თუმცა აქ იმართება კონკლავი, სადაც კარდინალები რომის ახალ პაპს ირჩევენ.
რაც შეეხება სამების გუნდს, იგი ილია მეორის ინიციატივით 1998 წელს შეიქმნა და სამების ტაძარში საზეიმო ღმრთისმსახურებაში მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0