მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბლინკენი: უკრაინას 40-ზე მეტმა სახელმწიფომ გაუწია სამხედრო დახმარება

© Ministry of Foreign Affairs of Russia
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით ერთი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში გაგზავნილი სახსრების მთლიანმა მოცულობამ 5,6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
გარდა ამისა, უკრაინას, ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, აშშ-ის 40-ზე მეტმა მოკავშირემ და პარტნიორმა ქვეყანამ გაუწია სამხედრო დახმარება.

„ამერიკის შეერთებული შტატებისა და 40-ზე მეტი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის დახმარება აძლიერებს უკრაინის პოტენციალს მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, [უკრაინის] გამარჯვებების უზრუნველსაყოფად — ბრძოლის ველზე და მოლაპარაკებების მაგიდასთან“, — ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

15 ივნისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ახალი სამხედრო დახმარება გამოიყოფა. მანამდე, მაისში ამერიკის ხელისუფლებამ უკრაინისთვის 40 მლრდ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პაკეტში შედის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები HIMARS, რომლებიც სამიზნეებს 300 კმ-მდე მანძილზე ანადგურებს.
ყველა ახალი ამბავი
0