https://sputnik-georgia.com/20220616/samegrelosi-stiqiis-sedegebs-ebrzvian-267543679.html
სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
Sputnik საქართველო
ზარალის ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.
2022-06-16T22:06+0400
2022-06-16T22:06+0400
2022-06-16T22:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0f/267468883_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_452a70c287c5910d386577703297affd.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.ოთხშაბათს მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა რეგიონში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა.ძლიერმა წვიმამ მდინარე ჯუმაში წყლის დონის მატება გამოიწვია. შედეგად სოფელ დიდნეძთან რამდენიმე ადგილზე ჩამოინგრა ნაპირსამაგრი ნაგებობები და დაიტბორა სოფლის საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.ადგილობრივების თქმით, განადგურებულია ნარგავები, დახოცილია ფრინველი და საქონელი, დატბორილია სახლები, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ადგილზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ სპეციალისტები მუშაობენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოსახლეობას ენერგომომარაგება ეტაპობრივად აღუდგება.„ამ დროისათვის წყლის დონემ ოდნავ დაიწია, რამაც საშუალება მისცა სამაშველო და მუნიციპალურ სამსახურებს ჩაეტარებინათ გარკვეული პრევენციული სამუშაოები. რაც უფრო იკლებს წყლის დონე, უკეთ ვხედავთ, რომ ხიდი მთლიანად ამორტიზებულია. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი განიცადეს მუნიციპალიტეტებმა“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო–ზემო სვანეთში გიორგი გუგუჩიამ.რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა.ამინდით მიყენებულ ზარალს კახეთის რეგიონშიც ითვლიან. გურჯაანის, ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოცწუთიანმა სეტყვამ ხეხილი და ვენახები დააზიანა.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0f/267468883_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_7f73f19e9c79b1e66c66c4994ad126e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სამეგრელო სტიქია დიდნეძი ჯუმა მდინარე შედეგები
სამეგრელო სტიქია დიდნეძი ჯუმა მდინარე შედეგები
სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
22:06 16.06.2022 (განახლებულია: 22:22 16.06.2022) ზარალის ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ოთხშაბათს მოსულმა გადაუღებელმა წვიმებმა რეგიონში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა.
ძლიერმა წვიმამ მდინარე ჯუმაში წყლის დონის მატება გამოიწვია. შედეგად სოფელ დიდნეძთან რამდენიმე ადგილზე ჩამოინგრა ნაპირსამაგრი ნაგებობები და დაიტბორა სოფლის საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი.
ადგილობრივების თქმით, განადგურებულია ნარგავები, დახოცილია ფრინველი და საქონელი, დატბორილია სახლები, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები.
მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. ადგილზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ სპეციალისტები მუშაობენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოსახლეობას ენერგომომარაგება ეტაპობრივად აღუდგება.
„ამ დროისათვის წყლის დონემ ოდნავ დაიწია, რამაც საშუალება მისცა სამაშველო და მუნიციპალურ სამსახურებს ჩაეტარებინათ გარკვეული პრევენციული სამუშაოები. რაც უფრო იკლებს წყლის დონე, უკეთ ვხედავთ, რომ ხიდი მთლიანად ამორტიზებულია. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ჯერჯერობით უცნობია, რა ზარალი განიცადეს მუნიციპალიტეტებმა“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო–ზემო სვანეთში გიორგი გუგუჩიამ.
რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა.
ამინდით მიყენებულ ზარალს კახეთის რეგიონშიც ითვლიან. გურჯაანის, ახმეტისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოცწუთიანმა სეტყვამ ხეხილი და ვენახები დააზიანა.