სასამართლო პროცესი კლინიკაში - სააკაშვილის საქმე დასასრულს უახლოვდება

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და ის თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესის კლინიკა „ვივამედში“ გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბრალდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომები რამდენჯერმე გადაიდო. ექს-პრეზიდენტი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობის კურსს გადის.
რაც შეეხება მომავალ გასვლით სხდომას, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმის პროკურორის განცხადებით, საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება და სასამართლოს მხოლოდ ექს-პრეზიდენტის ჩვენების და მისი საბოლოო სიტყვის მოსმენა დარჩა.

„პროტოკოლში არსად არის ნათქვამი, რომ ბრალდებულ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის მიღება არ შეუძლია, ყველა პროტოკოლში წერია, რომ მას არ შეუძლია სხდომაზე მოსვლა. აქედან გამომდინარე ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესის კლინიკა „ვივამედში“ ჩატარების შესახებ“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

სასამართლო სხდომის კლინიკაში ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდა დაცვის მხარე.
„თუ ჩვენ გვსურს სასამართლოს სააკაშვილის თანდასწრებით ჩატარება, მაგრამ მას არ შეუძლია პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის მიღება, მაშინ ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ კლინიკაში. მაგრამ ლოგიკური იქნება სხდომის გადადება, რადგანაც საუბარია არა იმაზე, რომ მას არ შეუძლია გადაადგილება, არამედ იმაზე, რომ მას არ შეუძლია სხდომაში ეფექტურად მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საზღვრის კვეთაში სააკაშვილის დახმარების ბრალდებით გამოძიებამ კიდევ ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0