პესკოვი: შეერთებულმა შტატებმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთთან ბრძოლა უშედეგოა

© photo: Sputnik / Sergey Guneevდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთთან ბრძოლა უშედეგოა და მისი ყველა ძალისხმევა წარუმატებლობისთვისაა განწირული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ახლა, ალბათ, აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა გააცნობიეროს, რომ ჩვენთან ეკონომიკურად, დიპლომატიურად, პოლიტიკურად ბრძოლას პერსპექტივა არ აქვს. შეზღუდვებითა და სანქციებით ჩვენი მოხრჩობის მცდელობა ასევე წარუმატებლობისთვის განწირული ძალისხმევებია“, — თქვა მან.

ამასთან პესკოვმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად ჟენევის სამიტისგან მიღებული იმედებისა, შეერთებულმა შტატებმა ყურად არ იღო რუსეთის შფოთვები, რაც უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის ტრიგერად იქცა“.
დღეს ზუსტად ერთი წელი სრულდება რუსეთისა და შეერთებული შტატების ჟენევის სამიტიდან, რომელიც 2021 წლის 16 ივნისს გაიმართა ვლადიმირ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის.
ყველა ახალი ამბავი
0