მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია იწყება: რა მარშრუტით იმოძრავებს ტრანსპორტი

© photo: Sputnikმანქანები მელიქიშვილის გამზირზე
მანქანები მელიქიშვილის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერია 6,388 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. პროექტის დასრულება ოთხ თვეში იგეგმება.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. თბილისში პეტრე მელიქიშვილის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ვარაზისხევისა და მელიქიშვილის გადაკვეთიდან კოსტავას ქუჩისა და მელიქიშვილის გადაკვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 17 ივნისის 24:00 საათიდან დაიწყება და ქუჩა მთლიანად ჩაიკეტება. შესაბამისად შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. პროექტის განხორციელების პერიოდში ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდება.
მერიის ინფორმაციით:
სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეკელიძის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან ვარაზისხევის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევზე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ორივე მიმართულებით. ვარაზისხევიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის, ისე კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა ასევე შესაძლებელი იქნება ორი მიმართულებით. თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება კოსტავას ქუჩიდან ნიკოლაძის ქუჩაზე შეუძლიათ, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან ქუჩიშვილისა და ღამბაშიძის ქუჩების გავლით კვლავ კოსტავას ქუჩაზე მოხვდებიან.
შეზღუდვა ასევე შეეხება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან კოსტავას ქუჩისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეუძლიათ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც ჭოველიძის ქუჩაზე, ისე გმირთა მოედანზე ამსვლელ პანდუსზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გმირთა მოედნიდან ამსვლელი პანდუსის გამოყენებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა
ვაკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი N540 და ავტობუსები N301, N345, N359, N388, N397 ვარაზისხევის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ; ვარაზისხევის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები N307, N311, N354 და მიკროავტობუსები N466, N468 გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით გადაადგილდებიან, ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან საბურთალოს მიმართულებით გადაადგილებისას მიკროავტობუსი N512 და ავტობუსები N351, N387 მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან მობრუნდებიან; საბურთალოს მხრიდან მოძრავი ავტობუსები N310, N314, N326, N342, N352, N358, N391, მიკროავტობუსები N472, N532 და თამარ მეფის გამზირიდან მოძრავი ავტობუსები N306, N331, N337, N378, ასევე, მიკროავტობუსი N541 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით და შემდეგ დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება საბურთალოს მხრიდან მომავალ ავტობუსებს, N351 და N385, ასევე მიკროავტობუსი N512 და თამარ მეფის გამზირიდან მომავალი ავტობუსები N307, N311, N354, მიკროავტობუსები N466, N468 ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გმირთა მოედნის პანდუსით ვარაზისხევის ქუჩაზე გადაადგილდებიან, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი N540 გმირთა მოედანზე არსებული პანდუსით ვარაზისხევის ქუჩაზე მოხვდებიან და შემდეგ უკვე არსებული სქემით გადაადგილდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0