კახეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან

© Aspindza City Hallსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ფერმერების ნაწილს ბაღები და ვენახები დაზღვეული არ აქვს.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან, იუწყება „პირველი არხი“.
გუშინ მოსულმა სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, განსაკუთრებით ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა.
ადგილობრივების თქმით, სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოსავლის 90% გაანადგურა. სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფელ ახაშენსაც – დაზიანებულია დაახლოებით 700 ჰექტარი მიწის ფართობზე გაშენებული ვენახების, ატმის, გარგარისა და ვაშლის ბაღების 70-80%.
სტიქიამ დააზარალა ახმეტის რაიონის სოფელი კასრისწყალიც. ძლიერი წვიმის შედეგად საჯარო სკოლის ეზო დაიტბორა – მთის ფერდობებიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა დაფარა შენობის სარდაფი, საპირფარეშოები და დამხმარე სათავსოები. გარდა ამისა, ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ფერმერების ნაწილს ბაღები და ვენახები დაზღვეული არ აქვს.
ზარალის ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0