კატასტროფის შემთხვევაში: რამდენი თავშესაფარია ქვეყანაში

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიექსპონატი მუზეუმში
ექსპონატი მუზეუმში - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
დამცავი შენობა-ნაგებობების ძირითადი ნაწილი ექსპლუატაციის პირობებს არ შეესაბამება.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. კატასტროფის ან ავიაიერიშის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რამდენიმე საათით 105 თავშესაფრით ისარგებლონ, ნათქვამია პარლამენტის უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის სადეპუტატო შეკითხვის პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილში.
შსს-ს ცნობით, 2003 წელს საქართველოს ტერიტორიაზე სულ აღრიცხული იყო 6.499 დამცავი ნაგებობა. 2015 წლისთვის დარჩა 1.186 დამცავი ნაგებობა, რომელთაგან თავშესაფრად დღეისთვის მხოლოდ 105-ის გამოყენებაა შესაძლებელი, ისიც რამდენიმე საათით, რადგანაც იქ საჭირო პირობები არ არის.

„დამცავი ნაგებობების ძირითადი ნაწილის შეუსაბამობა საექსპლუატაციო მოთხოვნებისადმი განპირობებულია მათი კონსტრუქციების დაზიანებით, შესასვლელების ჩახერგვით, დატბორვით, ჰერმეტულობის დარღვევით, ვენტილაციის, გათბობის, ენერგომომარაგებისა და კავშირგაბმულობის სისტემათა არარსებობით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით ამ ეტაპზე ხორციელდება თავშესაფრებად ვარგისი შენობა-ნაგებობების ინვენტარიზაცია.
ყველა ახალი ამბავი
0