https://sputnik-georgia.com/20220616/fbi-rusul-iararsi-amerikuli-cipebis-moxvedras-iziebs-267511682.html
FBI იძიებს, როგორ მოხვდა ამერიკული ჩიპები რუსულ შეიარაღებაში
FBI იძიებს, როგორ მოხვდა ამერიკული ჩიპები რუსულ შეიარაღებაში
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკული ტექნოლოგიური... 16.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-16T11:33+0400
2022-06-16T11:33+0400
2022-06-16T17:04+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
აშშ
გამოძიების ფედერალური ბიურო fbi
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267511522_0:99:1921:1179_1920x0_80_0_0_7e643fbec5d9b1ff41ff83f940dcefdf.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლების გამოკითხვა დაიწყეს მას შემდეგ, რაც რუსულ სამხედრო ტექნიკაში ამერიკული კომპიუტერული ჩიპები აღმოაჩინეს, იუწყება გაზეთი Washington Post.როგორც გაზეთი აზუსტებს, ელექტრონული კომპონენტები აღმოჩენილია სარადარო სისტემებში, დრონებში, ტანკებში, სახმელეთო კონტროლის აღჭურვილობასა და სანაპირო გემებში.რუსეთი მცირე რაოდენობით აწარმოებს კომპიუტერულ ჩიპებსა და სხვა ელექტრონიკას, რის გამოც იძულებულია იმპორტზე იყოს დამოკიდებული.ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიის იურისტის თქმით, FBI-ს „ფართო ბადე“ აქვს გაშლილი, რათა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა მიკროსქემებისა და ელექტრონული კომპონენტების მოხვედრის გზები დაადგინოს.როგორც გამოცემა ვარაუდობს, გამორიცხული არ არის, რომ რუსული არმიის შეიარაღებაში 2014 წლამდე — შეერთებული შტატების მიერ საექსპორტო შეზღუდვების შემოღებამდე წარმოებული დასავლური ელექტრონიკა აღმოჩენილიყო.რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მსხვილი სამხედრო კონტრაქტები ამერიკულმა მხარემ ჯერ კიდევ 2014 წელს გაწყვიტა — ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე სანქციების დაწესების შემდეგ. 2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაახანგრძლივა სანქციები „როსობორონექსპორტის“ წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რაიმე სახის ურთიერთობა დაამყაროს მასთან ან მის შვილობილ კომპანიებთან.წყარო: Washington Post
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267511522_108:0:1811:1277_1920x0_80_0_0_eaf2f2af2b6b6a2d61f1526c65e2da78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, აშშ , გამოძიების ფედერალური ბიურო fbi
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აგენტებმა ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომლების გამოკითხვა დაიწყეს მას შემდეგ, რაც რუსულ სამხედრო ტექნიკაში ამერიკული კომპიუტერული ჩიპები აღმოაჩინეს, იუწყება გაზეთი Washington Post.
როგორც გაზეთი აზუსტებს, ელექტრონული კომპონენტები აღმოჩენილია სარადარო სისტემებში, დრონებში, ტანკებში, სახმელეთო კონტროლის აღჭურვილობასა და სანაპირო გემებში.
რუსეთი მცირე რაოდენობით აწარმოებს კომპიუტერულ ჩიპებსა და სხვა ელექტრონიკას, რის გამოც იძულებულია იმპორტზე იყოს დამოკიდებული.
„ჩვენი მიზანია შევეცადოთ მივაკვლიოთ ამერიკელ მიმწოდებელს, რათა გავარკვიოთ, როგორ მოხვდა [ელექტრონიკა] ამ იარაღის სისტემაში“, — განუცხადა გამოცემას აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა.
ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიის იურისტის თქმით, FBI-ს „ფართო ბადე“ აქვს გაშლილი, რათა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა მიკროსქემებისა და ელექტრონული კომპონენტების მოხვედრის გზები დაადგინოს.
როგორც გამოცემა ვარაუდობს, გამორიცხული არ არის, რომ რუსული არმიის შეიარაღებაში 2014 წლამდე — შეერთებული შტატების მიერ საექსპორტო შეზღუდვების შემოღებამდე წარმოებული დასავლური ელექტრონიკა აღმოჩენილიყო.
რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მსხვილი სამხედრო კონტრაქტები ამერიკულმა მხარემ ჯერ კიდევ 2014 წელს გაწყვიტა — ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე სანქციების დაწესების შემდეგ. 2018 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაახანგრძლივა სანქციები „როსობორონექსპორტის“ წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რაიმე სახის ურთიერთობა დაამყაროს მასთან ან მის შვილობილ კომპანიებთან.