https://sputnik-georgia.com/20220616/chadraki-nino-baciashvili-saqartvelos-chempioni-gaxda-267516210.html
ჭადრაკი: ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა
ჭადრაკი: ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა
Sputnik საქართველო
ბაციაშვილმა საქართველოს ჩემპიონატზე ცხრა პარტია ითამაშა და რვაჯერ იმარჯვა, მას ნახევარი ქულით ჩამორჩა სალომე მელია. 16.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-16T14:39+0400
2022-06-16T14:39+0400
2022-06-16T19:52+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23750/79/237507926_0:0:1457:821_1920x0_80_0_0_24ef2ae572a4272e523b7b226d19cead.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 79-ე ჩემპიონატი 15 ივნისს დასრულდა. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 წარმომადგენელი საპრიზო ადგილებისთვის წრიული სისტემით იბრძოდა.ბათუმელმა მოჭადრაკემ პირველი წაგებული შეხვედრის შემდეგ ზედიზედ 8 პარტია მოიგო, ბოლო ტურში კი ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით დიანა ლომაია დაამარცხა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.აღსანიშნავია, რომ ბაციაშვილს ნახევარი ქულით ჩამორჩა კიდევ ერთი ბათუმელი მოჯადრაკე სალომე მელია, რომელიც მე-9 ტურში შავი ფიგურებით მერი არაბიძეს დაუზავდა.აღსანიშნავია, რომ ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია. ის მეხუთე ქალია საქართველოში, რომელმაც ეს წოდება მიიღო და 36-ე ქალი მსოფლიოში, რომელსაც გროსმაისტერის წოდება აქვს. საქართველოში გროსმაისტერის წოდება მიღებული აქვთ ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23750/79/237507926_0:0:1295:971_1920x0_80_0_0_b16bb27e2ef5e9e5ec34b4bc445d1fb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ჭადრაკი: ნინო ბაციაშვილი საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა
14:39 16.06.2022 (განახლებულია: 19:52 16.06.2022) ბაციაშვილმა საქართველოს ჩემპიონატზე ცხრა პარტია ითამაშა და რვაჯერ იმარჯვა, მას ნახევარი ქულით ჩამორჩა სალომე მელია.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 79-ე ჩემპიონატი 15 ივნისს დასრულდა. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 წარმომადგენელი საპრიზო ადგილებისთვის წრიული სისტემით იბრძოდა.
ბათუმელმა მოჭადრაკემ პირველი წაგებული შეხვედრის შემდეგ ზედიზედ 8 პარტია მოიგო, ბოლო ტურში კი ბაციაშვილმა თეთრი ფიგურებით დიანა ლომაია დაამარცხა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ბაციაშვილს ნახევარი ქულით ჩამორჩა კიდევ ერთი ბათუმელი მოჯადრაკე სალომე მელია, რომელიც მე-9 ტურში შავი ფიგურებით მერი არაბიძეს დაუზავდა.
საქართველოს ჩემპიონატზე საბოლოო შედეგები ასე გადანაწილდა: ნინო ბაციაშვილი - 8, სალომე მელია - 7.5, ლელა ჯავახიშვილი - 7, მერი არაბიძე, სოფიო გვეტაძე - 4.5-4.5, ალექსანდრა ვახანია, მაკა ფურცელაძე - 4-4, დიანა ლომაია - 3.5, თამარ ესაძე - 1.5, ელენე წოწონავა - 0.5 ქულა.
აღსანიშნავია, რომ ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია. ის მეხუთე ქალია საქართველოში, რომელმაც ეს წოდება მიიღო და 36-ე ქალი მსოფლიოში, რომელსაც გროსმაისტერის წოდება აქვს. საქართველოში გროსმაისტერის წოდება მიღებული აქვთ ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძესა და ბელა ხოტენაშვილს.