მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრიტანეთმა პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი
სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2022
გამოწერა
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა ახალი ანტირუსული სანქციები გამოაცხადა, მათ შორის უკრაინაში ბავშვების მიმართ „ბარბაროსული მოპყრობის“ გამო, ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზე.

„ჩვენ არ დავიღლებით თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვითა და პუტინზე ზეწოლით მანამ, სანამ უკრაინა წარმატებას არ მიაღწევს“, — განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

სანქციები, რომლებიც აქტივების გაყინვასა და დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს, არაერთ ბიზნესმენს, დეპუტატსა და სამხედრო პირს დაუწესდა. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხო:
რუსეთის ბავშვთა უფლებების საკითხთა რწმუნებულ მარია ლვოვა-ბელოვას — „უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაადგილებასა და რუსეთში გაშვილებაში სავარაუდო მონაწილეობის გამო“;
სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს, რომელსაც „რუსული აგრესიის აქტიური მხარდაჭერა“ ედება ბრალად.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთი პირველი ევროპული სახელმწიფოა, რომელმაც პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. მანამდე ევროკავშირი გეგმავდა თავისი სანქციების სიაში კირილის შეყვანას, მაგრამ უნგრეთი ამის წინააღმდეგ წავიდა.
პატრიარქის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვლადიმირ ლეგოიდამ კომენტარი გააკეთა პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ აკრძალვები „მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს სჭირდებათ, რომლებმაც კონფლიქტის ესკალაცია და მსოფლიოსგან დაშორება მნიშვნელოვან მიზნად იქციეს“. მისი თქმით, „მცდელობა იმისა, რომ რუსეთის ეკლესიის წინამძღვარი რაღაცით დააშინონ, ან უარი ათქმევინონ თავის შეხედულებებზე, უაზრო, აბსურდული და უპერსპექტივოა“.
მანამდე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვები „იძულებით გადაასახლეს ქვეყნის აღმოსავლეთიდან, რის შემდეგაც ისინი რუსეთში გაგზავნეს გასაშვილებლად“. გაეროს პრეს-სამსახურის ცნობით, ადამიანის უფლებათა საბჭომ ინფორმაციის შემოწმება დაიწყო.
კიდევ უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, დონეცკელ, ლუგანსკელ, ხერსონელ და ზაპოროჟიელ დაობლებულ და მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვნებს რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული ფორმით შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0