ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

© AP Photo / Zurab Tsertsvadzeხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ივნისის სანაკრებო პაუზის დროს ჩატარებულ 4 შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ცნობილი ანალიტიკური გამოცემა Whoscored-ის შეფასებით საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია.
ერთა ლიგის გათამაშების ფარგლებში გამართული 4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა 8,42 ქულა მიიღო (საშუალო შეფასება), რაც ოთხივე დივიზიონში საუკეთესო მაჩვენებელია.
ერთა ლიგის A დივიზიონში საუკეთესო შეფასება ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მემფის დეპაიმ დაიმსახურა (8,01). B ლიგაში საუკეთესოდ დასახელდა მონტენეგროელი სტეფან მუგოსა (8,17). C ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა, ხოლო D ლიგაში ყველაზე კარგი შეფასება ლატვიელ იანის იკაუნიეკსს ერგო (8,06).
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების საწყის 4 ტურში 3 მატჩი მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა. ხვიჩა კვარაცხელიამ ოთხივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
საქართველოს ნაკრები С ლიგის მე-4 ჯგუფში პირველ ადგილზეა, ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 4 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 2 ბურთი მიიღო. საქართველო ერთა ლიგის გათამაშების შემდეგ შეხვედრას 23 სექტემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან სახლში ჩაატარებს, 26 სექტემბერს კი სტუმრად გიბრალტარს ეთამაშება.
ყველა ახალი ამბავი
0