https://sputnik-georgia.com/20220615/stiqiam-kaxetsi-problemebi-seqmna-267504228.html
სტიქიამ კახეთში პრობლემები შექმნა
სტიქიამ კახეთში პრობლემები შექმნა
Sputnik საქართველო
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
2022-06-15T22:11+0400
2022-06-15T22:11+0400
2022-06-16T00:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/38/245293839_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_8ab9917d5f779475f449c9eca88edfeb.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ და სეტყცამ ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლები აზარალა, იუწყება „პირველი არხი“.კერძოდ, ახმეტის სოფელ კასრისწყალში ძლიერი წვიმის შედეგად საჯარო სკოლის ეზო დაიტბორა. მთის ფერდობებიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა დაფარა შენობის ეზო, სარდაფი, საპირფარეშოები და დამხმარე სათავსოები. გარდა ამისა, წყალმა დააზიანა სოფლის შიდა გზები, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ღლიღვაშვილმა განაცხადა, სკოლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადა ხვალ დილიდან შეუდგება.ასევე, გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში სეტყვამ ატმის ბაღების ნაწილი დააზიანა. გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ატმისა და ყურძნის მოსავლის ნაწილი.სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფელ ახაშენსაც – დაზიანებულია დაახლოებით 700 ჰექტარი მიწის ფართობზე გაშენებული ვენახების, ატმის, გარგარისა და ვაშლის ბაღების 70-80%.გურჯაანის მერიის ინფორმაციით, ზარალის ზუსტი რაოდენობა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.წყარო - „პირველი არხი“
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/38/245293839_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_7ee3e5f0f0d8fb67d95efd61b38367d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სტიქია სეტყვა ჩუმლაყი ახაშენი კახეთი გურჯაანი პრობლემები
სტიქია სეტყვა ჩუმლაყი ახაშენი კახეთი გურჯაანი პრობლემები
სტიქიამ კახეთში პრობლემები შექმნა
22:11 15.06.2022 (განახლებულია: 00:19 16.06.2022) ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ძლიერმა წვიმამ და სეტყცამ ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლები აზარალა, იუწყება „პირველი არხი“.
კერძოდ, ახმეტის სოფელ კასრისწყალში ძლიერი წვიმის შედეგად საჯარო სკოლის ეზო დაიტბორა. მთის ფერდობებიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა დაფარა შენობის ეზო, სარდაფი, საპირფარეშოები და დამხმარე სათავსოები. გარდა ამისა, წყალმა დააზიანა სოფლის შიდა გზები, ძლიერმა ქარმა კი დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ღლიღვაშვილმა განაცხადა, სკოლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს სამაშველო ბრიგადა ხვალ დილიდან შეუდგება.
ასევე, გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში სეტყვამ ატმის ბაღების ნაწილი დააზიანა. გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ატმისა და ყურძნის მოსავლის ნაწილი.
სეტყვამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სოფელ ახაშენსაც – დაზიანებულია დაახლოებით 700 ჰექტარი მიწის ფართობზე გაშენებული ვენახების, ატმის, გარგარისა და ვაშლის ბაღების 70-80%.
გურჯაანის მერიის ინფორმაციით, ზარალის ზუსტი რაოდენობა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობას დაასრულებს.