https://sputnik-georgia.com/20220615/rodis-elian-eqspertebi-koronavirusis-semtxvevebis-zrdas-saqartvelosi-267500304.html
როდის არის მოსალოდნელი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა: ივანე ჩხაიძის პროგნოზი
როდის არის მოსალოდნელი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა: ივანე ჩხაიძის პროგნოზი
Sputnik საქართველო
ექსპერტმა ისაუბრა იმაზე, თუ რა ელის ქვეყნის მოსახლეობას ზაფხულის სეზონის გახსნასთან ერთად
2022-06-15T20:00+0400
2022-06-15T20:00+0400
2023-08-17T18:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/250004997_0:355:2381:1694_1920x0_80_0_0_e68c06ad801604da679af6ab27bdda49.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ექიმები ზაფხულისა და შვებულებების სეზონის დადგომასთან ერთად კორონავირუსის შემთხვევების ზრდას ელოდებიან. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.ექიმმა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ჯერჯერობით სტაბილურია. მისი თქმით, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის ასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, და ეს მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.კიდევ ერთი რისკი, ჩხაიძის თქმით, არის დაავადების გადატანის ან აცრის შედეგად არსებული იმუნიტეტის ხანგრძლივობა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს პერიოდი ექვს თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება. შესაბამისად, შემოდგომიდან შემთხვევების ზრდა ასევე მოსალოდნელია როგორც ვაქცინაციიდან გარკვეული დროის შემდეგ იმუნიტეტის დაქვეითების, ისე დაავადების გადატანის შემდეგ ვირუსისადმი იმუნიტეტის დაკარგვის გამო.ექიმის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის გაჩენა შესაძლოა საფრთხედ იქცეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა. სხვა შემთხვევაშიც შეიძლება იყოს შემთხვევების მატება, მაგრამ ამას არ ექნება ეპიდაფეთქების ხასიათი.ჩხაიძემ ასევე ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია – დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულს არ აღემატება.საქართველოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2.128 აცრა გაკეთდა.ექსპერტები ყოველთვის საუბრობდნენ საქართველოში ვაქცინაციის დაბალ ტემპებზე, კორონავირუსის პიკის დროსაც კი, 2022 წლის იანვარ-თებერვალში. მაშინ დღეში საშუალოდ 3-6 ათასი აცრა ტარდებოდა.ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებამ კოვიდ-შეზღუდვები მოხსნა, მოსახლეობაში კი აცრების რიცხვი შემცირდა. დღეისათვის ერთადერთ მოთხოვნად რჩება ნიღბის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში.ვაქცინაციის დეტალები12-15 წლის მოზარდებს შორის სრულად (ორჯერადად) აცრილია 3.477 ადამიანი (1,96%). 16-17 წლის მოქალაქეთა შორის – 11.337 ადამიანი (13,98%).ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა დარეკვა „ცხელ ხაზზე“ 1522, ან დარეგისტრირება საიტზე booking.moh.gov.ge. საქართველოში ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც, ვაქცინაციის ნებისმიერ პუნქტში ცოცხალი რიგით.ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები.საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს პრეპარატით დაიწყო. 30 მარტიდან მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ამერიკული ვაქცინა Pfizer-ი, 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი, ხოლო 24 მაისიდან ჩინური Sinovac-ი.2021 წლის 11 ოქტომბერს საქართველოში 12-15 წლის ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მანამდე მხოლოდ 16 წელზე უფროსი ასაკის პირებს ცრიდნენ. მოზარდების ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით.რაც შეეხება ახალ სტატისტიკურ მონაცემებს, საქართველოში ბოლო კვირაში (6–12 ივნისი) კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.658.755 შემთხვევა. ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 546 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.641.348).კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.838 ადამიანი.ამ დროისათვის ქვეყანაში 543 აქტიური შემთხვევაა. ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 0,51%-ია. ქვეყანაში უმეტესად ომიკრონის შტამი B.A.2 ცირკულირებს.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/250004997_0:132:2381:1918_1920x0_80_0_0_fbccce9145a52e36808ec68adc758ca6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კორონავირუსი შემთხვევები ზრდა ივანე ჩხაიძე პროგნოზი
კორონავირუსი შემთხვევები ზრდა ივანე ჩხაიძე პროგნოზი
როდის არის მოსალოდნელი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა: ივანე ჩხაიძის პროგნოზი
20:00 15.06.2022 (განახლებულია: 18:05 17.08.2023) ექსპერტმა ისაუბრა იმაზე, თუ რა ელოდება ქვეყნის მოსახლეობას ზაფხულის სეზონის გახსნასთან ერთად.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ექიმები ზაფხულისა და შვებულებების სეზონის დადგომასთან ერთად კორონავირუსის შემთხვევების ზრდას ელოდებიან. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ექიმმა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის ჯერჯერობით სტაბილურია. მისი თქმით, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის ასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება, და ეს მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნებულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„გარკვეული რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ. შვებულებების პერიოდი, დასვენებების პერიოდი აუცილებლად იქნება დაკავშირებული უფრო მეტ კონტაქტთან, მათ შორის დახურულ სივრცეში. ქვეყანაში ტურისტების ნაკადიც მნიშვნელოვნად მოიმატებს, ამიტომ შესაძლებელია ზაფხულის განმავლობაში ჩვენ გვქონდეს შემთხვევების მცირე, მაგრამ მაინც მატება“, – განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარის“ ეთერში.
კიდევ ერთი რისკი, ჩხაიძის თქმით, არის დაავადების გადატანის ან აცრის შედეგად არსებული იმუნიტეტის ხანგრძლივობა. ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს პერიოდი ექვს თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება. შესაბამისად, შემოდგომიდან შემთხვევების ზრდა ასევე მოსალოდნელია როგორც ვაქცინაციიდან გარკვეული დროის შემდეგ იმუნიტეტის დაქვეითების, ისე დაავადების გადატანის შემდეგ ვირუსისადმი იმუნიტეტის დაკარგვის გამო.
ექიმის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის გაჩენა შესაძლოა საფრთხედ იქცეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდა. სხვა შემთხვევაშიც შეიძლება იყოს შემთხვევების მატება, მაგრამ ამას არ ექნება ეპიდაფეთქების ხასიათი.
ჩხაიძემ ასევე ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია – დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათეულს არ აღემატება.
საქართველოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2.128 აცრა გაკეთდა.
ექსპერტები ყოველთვის საუბრობდნენ საქართველოში ვაქცინაციის დაბალ ტემპებზე, კორონავირუსის პიკის დროსაც კი, 2022 წლის იანვარ-თებერვალში. მაშინ დღეში საშუალოდ 3-6 ათასი აცრა ტარდებოდა.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებამ კოვიდ-შეზღუდვები მოხსნა, მოსახლეობაში კი აცრების რიცხვი შემცირდა. დღეისათვის ერთადერთ მოთხოვნად რჩება ნიღბის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან საქართველოში 2.895.967 ვაქცინა გაკეთდა. ორი დოზით აცრილია 1.269.337 ადამიანი. ეს 18 წელს გადაცილებული მოსახლეობის 44,2%-ია. მესამე, ბუსტერ-დოზა გაიკეთა 254.349-მა ადამიანმა.
12-15 წლის მოზარდებს შორის სრულად (ორჯერადად) აცრილია 3.477 ადამიანი (1,96%). 16-17 წლის მოქალაქეთა შორის – 11.337 ადამიანი (13,98%).
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის საჭიროა დარეკვა „ცხელ ხაზზე“ 1522, ან დარეგისტრირება საიტზე booking.moh.gov.ge. საქართველოში ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშეც, ვაქცინაციის ნებისმიერ პუნქტში ცოცხალი რიგით.
ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები.
საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს პრეპარატით დაიწყო. 30 მარტიდან მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ამერიკული ვაქცინა Pfizer-ი, 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი, ხოლო 24 მაისიდან ჩინური Sinovac-ი.
2021 წლის 11 ოქტომბერს საქართველოში 12-15 წლის ასაკის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. მანამდე მხოლოდ 16 წელზე უფროსი ასაკის პირებს ცრიდნენ. მოზარდების ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინით.
რაც შეეხება ახალ სტატისტიკურ მონაცემებს, საქართველოში ბოლო კვირაში (6–12 ივნისი) კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.658.755 შემთხვევა. ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 546 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.641.348).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.838 ადამიანი.
ამ დროისათვის ქვეყანაში 543 აქტიური შემთხვევაა. ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 0,51%-ია. ქვეყანაში უმეტესად ომიკრონის შტამი B.A.2 ცირკულირებს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.