https://sputnik-georgia.com/20220615/ramdenma-permerma-miigo-saxelmwipo-daxmareba-267483631.html
რამდენმა ფერმერმა მიიღო სახელმწიფო დახმარება
რამდენმა ფერმერმა მიიღო სახელმწიფო დახმარება
Sputnik საქართველო
პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. 15.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-15T17:40+0400
2022-06-15T17:40+0400
2022-06-15T22:36+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366465_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_82ae8a7d51b062fe23ac18501d952c4d.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობა“ ფარგლებში დარიცხული აგროქულები 132.729 ფერმერმა უკვე გაააქტიურა, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას იღებენ 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰექტარზე 300 ლარის (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულის) გაანგარიშებით.სამთავრობო პროგრამა 10 მაისს ამოქმედდა, მისი ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს. ამ დროისათვის ობიექტებში უკვე განაღდებულია 11.390.867 ლარი.პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება. დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. ამის შემდეგ დარიცხული ქულები გაუქმდება.სააგენტოში შეახსენებენ ფერმერებს, რომ ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე აუცილებელია „ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე myliberty.ge გადაამოწმონ ინფორმაცია მათ ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიონ „ლიბერთი ბანკის“ მათთვის მოსახერხებელ ფილიალს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/05/249366465_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_b785e954e3ed5f8c82344c0546872ae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, ახალი ამბები
რამდენმა ფერმერმა მიიღო სახელმწიფო დახმარება
17:40 15.06.2022 (განახლებულია: 22:36 15.06.2022) პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობა“ ფარგლებში დარიცხული აგროქულები 132.729 ფერმერმა უკვე გაააქტიურა, ნათქვამია სოფლის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას იღებენ 0,25-დან 1,25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰექტარზე 300 ლარის (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულის) გაანგარიშებით.
ქულების გამოყენება შესაძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად. ესაა ჰერბიციდები, პესტიციდები, სათესლე მასალები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და სხვ. საქართველოს მასშტაბით პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი ემსახურება.
სამთავრობო პროგრამა 10 მაისს ამოქმედდა, მისი ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს. ამ დროისათვის ობიექტებში უკვე განაღდებულია 11.390.867 ლარი.
პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება. დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია. ამის შემდეგ დარიცხული ქულები გაუქმდება.
სააგენტოში შეახსენებენ ფერმერებს, რომ ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე აუცილებელია „ლიბერთი ბანკის“ ვებ-გვერდზე myliberty.ge გადაამოწმონ ინფორმაცია მათ ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიონ „ლიბერთი ბანკის“ მათთვის მოსახერხებელ ფილიალს.