ლომისობაზე მორწმუნეთა უსაფრთხო გადაადგილებაზე მაშველები ზრუნავენ

© Emergency Management Serviceმაშველები
მაშველები - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
ლომისობა მოძრავი დღესასწაულია, იგი წელიწადში ერთხელ, აღდგომიდან მეშვიდე კვირაში აღინიშნება.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები სოფელ მლეთაში, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოსკენ მიმავალ გზაზე მორიგეობენ, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
ლომისობის დღესასწაულზე, რომელიც აღდგომიდან მეშვიდე კვირაში აღინიშნება, მაშველები მორწმუნეთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავენ.
ლომისის მთის ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვილობითა და ტექნიკით მობილიზებულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი, მათ შორის არიან სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. საჭიროების შემთხვევაში მეხანძრე-მაშველები მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
მამა პეტრე კოლხი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2019
მამა პეტრე კოლხი: ლომისობა - ცხვრის სისხლით შეღებილი ტაძრის კედლები და წარმართობა
ტრადიციულად, ამ დღეს ოჯახები მცირეწლოვან ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად წმინდა გიორგის ტაძრისკენ გრძელ და დამქანცველ გზას გადიან. რთული რელიეფის გამო ტაძრისკენ მიმავალი გზის გავლისას ადამიანები ხშირად ზიანდებიან.
ლომისა წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მიიჩნევენ, რომ ლომისობა ადრექრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია. სხვა ვერსიის თანახმად, ლომისობა ქრისტიანობამდელი პერიოდიდან მოდის, თუმცა ამჟამად აღინიშნება, როგორც ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული.
მლოცველები ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღამისთევით ადიან. ისინი სალოცავს უმეტესად ცხვარს სწირავენ და სჯერათ, რომ აუსრულდებათ რასაც შესთხოვენ.
ლომისის სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – დუშეთის რაიონში, სოფელ მლეთაში.
ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე.
დღეს მას უშვილონი შვილებს, უსინათლონი მხედველობის დაბრუნებას, სხვები მიწის ნაყოფიერებასა და საქონლის გამრავლებას ევედრებიან.
ყველა ახალი ამბავი
0