კოჯრის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმანქანები კოჯრის გზაზე
მანქანები კოჯრის გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე აღნიშნულ ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. კოჯრის გზის ერთ მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით გზის სავალ ნაწილზე 15 ივნისიდან საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული ყველა სამსახური, რათა გადაუდებელი ზომები გატარდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე სპეციალისტები კვლევას ატარებენ, რომელთა დასკვნის საფუძველზე ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება.
წყარო - თბილისის მერია
ყველა ახალი ამბავი
0