https://sputnik-georgia.com/20220615/janmo-maimunis-yvavili-267487032.html
ჯანმო „მაიმუნის ყვავილს“ სახელს ოფიციალურად შეუცვლის: გებრეიესუსის განცხადება
ჯანმო „მაიმუნის ყვავილს“ სახელს ოფიციალურად შეუცვლის: გებრეიესუსის განცხადება
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად შეუცვლის სახელს დაავადება მაიმუნის ყვავილს და მას „ნაკლებად სტიგმატიზებულ“... 15.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-15T14:21+0400
2022-06-15T14:21+0400
2023-08-17T10:46+0400
მსოფლიო დღეს
ჯანმო
მაიმუნის ყვავილი
მსოფლიოს ახალი ამბები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250144505_0:0:3110:1749_1920x0_80_0_0_443d0fd578c288407b75a1c5a9f24aa6.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად შეუცვლის სახელს დაავადება მაიმუნის ყვავილს და მას „ნაკლებად სტიგმატიზებულ“ სახელწოდებას მისცემს, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.ჯანმოს ეს გადაწყვეტილება მეცნიერების ღია წერილს ეფუძნება, რომლებსაც დაავადების ამჟამინდელი სახელი არაზუსტად და დისკრიმინაციულად მიაჩნიათ.წერილის ავტორები ამტკიცებენ, რომ ამჟამინდელი სახელი არ შეესაბამება ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვითაც გეოგრაფიული რეგიონებისა და ცხოველების დასახელებები არ უნდა გამოიყენებოდეს დაავადების სახელწოდებაში.გებრეიესუსის განმარტებით, ჯანმო უკვე მუშაობს პარტნიორებთან და მსოფლიო ექსპერტებთან ვირუსისთვის სახელის გადარქმევაზე. მისი თქმით, ჯანმო ახალ სახელს მალე გამოაცხადებს.აღინიშნება, რომ სახელწოდება „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებული სიტუაცია COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებას ჰგავს. ჯანმომ ახალ კორონავირუსს ოფიციალურად SARS-CoV-2 მას შემდეგ უწოდა, რაც მთელ მსოფლიოში ხალხმა მას ჩინური ან უჰანური ვირუსი შეარქვა.ამ დროისათვის ჯანმოს მაიმუნის ყვავილის 1600-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და დაახლოებით 1500 საეჭვო შემთხვევა აქვს დარეგისტრირებული მსოფლიოს 39 ქვეყანაში.წყარო: Bloomberg
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/18/250144505_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d197dbd395dfed5c20c5f8aaeea56cae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანმო , მაიმუნის ყვავილი, მსოფლიოს ახალი ამბები, ექიმის რჩევები
ჯანმო , მაიმუნის ყვავილი, მსოფლიოს ახალი ამბები, ექიმის რჩევები
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურად შეუცვლის სახელს დაავადება მაიმუნის ყვავილს და მას „ნაკლებად სტიგმატიზებულ“ სახელწოდებას მისცემს, განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.
ჯანმოს ეს გადაწყვეტილება მეცნიერების ღია წერილს ეფუძნება, რომლებსაც დაავადების ამჟამინდელი სახელი არაზუსტად და დისკრიმინაციულად მიაჩნიათ.
წერილის ავტორები ამტკიცებენ, რომ ამჟამინდელი სახელი არ შეესაბამება ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვითაც გეოგრაფიული რეგიონებისა და ცხოველების დასახელებები არ უნდა გამოიყენებოდეს დაავადების სახელწოდებაში.
„ამჟამინდელი გლობალური გავრცელების კონტექსტში ამ ვირუსის მუდმივი ბმა და ნომენკლატურა, როგორც აფრიკულისა, არა მხოლოდ არაზუსტია, არამედ დისკრიმინაციული და სტიგმატიზებულია“, — ნათქვამია წერილში.
გებრეიესუსის განმარტებით, ჯანმო უკვე მუშაობს პარტნიორებთან და მსოფლიო ექსპერტებთან ვირუსისთვის სახელის გადარქმევაზე. მისი თქმით, ჯანმო ახალ სახელს მალე გამოაცხადებს.
აღინიშნება, რომ სახელწოდება „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებული სიტუაცია COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებას ჰგავს. ჯანმომ ახალ კორონავირუსს ოფიციალურად SARS-CoV-2 მას შემდეგ უწოდა, რაც მთელ მსოფლიოში ხალხმა მას ჩინური ან უჰანური ვირუსი შეარქვა.
ამ დროისათვის ჯანმოს მაიმუნის ყვავილის 1600-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და დაახლოებით 1500 საეჭვო შემთხვევა აქვს დარეგისტრირებული მსოფლიოს 39 ქვეყანაში.