მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსალოდნელი ინფარქტის „ამოკითხვა“ თვალებში შეიძლება: დადგენილია კვლევით

© Pixabay / newartaვიზიტი ოფთალმოლოგთან
ვიზიტი ოფთალმოლოგთან - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2022
გამოწერა
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თვალის ბადურის სისხლძარღვების ყველაზე მარტივი არაინვაზიური კვლევით შეიძლება რამდენიმე წლით ადრე დადგინდეს, დაემართება თუ არა ინფარქტი ადამიანს, აცხადებენ ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები.
სწავლულებმა ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემები გააანალიზეს, სადაც 500 ათასი ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების წესის შესახებ მონაცემები ინახება. მათ მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილი პაციენტები აინტერესებდათ.
მეცნიერებმა კვლევისას გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: ასაკი, სქესი, პაციენტის სხეულის მასის ინდექსი, მისი არტერიული წნევა, თამბაქოსადმი დამოკიდებულება (ეწეოდა თუ არა). შემდეგ ამ მონაცემებს დაუმატეს ინფორმაცია თვალის ბადურის სისხლძარღვების სტრუქტურის შესახებ. ეს არის უმარტივესი არაინვაზიური გამოკვლევა, რომელიც ნებისმიერ პაციენტს შეუძლია ოფთალმოლოგთან გაიაროს.
აღმოჩნდა, რომ ერთად აღებული ეს მონაცემები ექიმებს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვრონ გულის შეტევის რისკი — ინფარქტამდე ხუთი ან მეტი წლით ადრე.

„ეს გამაოგნებელი აღმოჩენაა. ჩვენმა მოდელმა უკეთ შეძლო მიოკარდიუმის ინფარქტის დაბალი ან მაღალი რისკის მქონე ადამიანების კლასიფიკაცია, ვიდრე ეს უკვე არსებული მოდელებითაა შესაძლებელი, რომლებიც მხოლოდ დემოგრაფიულ მონაცემებს შეიცავს. სიზუსტე კიდევ უფრო მაღალი იქნება, თუ გენეტიკურ მიდრეკილებასთან დაკავშირებულ პარამეტრს დავამატებთ“, — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა ანუ ვილაპლანა-ველასკომ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში ბადურის მარტივი გამოკვლევა საკმარისი იქნება პერსონალური რისკების გამოსათვლელად. ეს დაეხმარება ექიმებს, დროულად შეადგინონ ასეთი პაციენტის მართვის გეგმა, მაშინაც კი, თუ იმ მომენტში ინფარქტს არაფერი მოასწავებს.
წყარო: Guardian
ყველა ახალი ამბავი
0