https://sputnik-georgia.com/20220614/zskandaluri-kanonproeqti-dumasi-267440763.html
სკანდალური კანონპროექტი: დუმაში პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების აღიარების გაუქმებაზე მსჯელობენ
სკანდალური კანონპროექტი: დუმაში პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების აღიარების გაუქმებაზე მსჯელობენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 ივნისი − Sputnik. რუსეთმა შესაძლოა გააუქმოს როგორც ლიტვის, ისე ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარება, განაცხადა სახელმწიფო დუმის... 14.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-14T13:12+0400
2022-06-14T13:12+0400
2023-07-20T15:45+0400
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24587/07/245870780_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_8daee71060624a94bac5035e45f22809.jpg
თბილისი, 14 ივნისი − Sputnik. რუსეთმა შესაძლოა გააუქმოს როგორც ლიტვის, ისე ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარება, განაცხადა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ევგენი ფიოდოროვმა.მანამდე ფიოდოროვმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც სსრკ-ის სახელმწიფო საბჭოს „ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“ რეზოლუციის გაუქმებას ითვალისწინებს. დეპუტატის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ის არაკონსტიტუციურმა ორგანომ მიიღო და სსრკ კონსტიტუციის რიგ მუხლებს ეწინააღმდეგება.როგორც ფიოდოროვმა აღნიშნა, ლიტვაზე არჩევანის გაკეთება იმითაც არის განპირობებული, რომ მის შემთხვევაში ყველაზე კარგად ჩანს დარღვევები. მისი თქმით, ვილნიუსმა დაარღვია სსრკ კანონი „სსრკ-დან საკავშირო რესპუბლიკის გამოყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცედურის შესახებ“, ვინაიდან ქვეყანას არ ჩაუტარებია რეფერენდუმი სსრკ-დან გასვლის თაობაზე.„ედინაია როსიას“ დეპუტატის თქმით, ლიტვას მოჰყვებიან ლატვია, ესტონეთი და უკრაინა.დეპუტატის განცხადებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმა ხელს შეუწყობს მათგან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრას. ხოლო საბჭოთა კავშირის იმ ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, რომლებიც მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას ატარებენ, არ გადაიხედება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24587/07/245870780_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_855d1b6d378937c3578d0eae314bd9ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 ივნისი − Sputnik. რუსეთმა შესაძლოა გააუქმოს როგორც ლიტვის, ისე ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის დამოუკიდებლობის აღიარება, განაცხადა სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ევგენი ფიოდოროვმა.
მანამდე ფიოდოროვმა სახელმწიფო სათათბიროს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც სსრკ-ის სახელმწიფო საბჭოს „ლიტვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“ რეზოლუციის გაუქმებას ითვალისწინებს. დეპუტატის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ის არაკონსტიტუციურმა ორგანომ მიიღო და სსრკ კონსტიტუციის რიგ მუხლებს ეწინააღმდეგება.
„ჩვენ დავიწყეთ ლიტვით. გასაგებია, რატომაც − ლიტვა უფრო საშიშია რუსეთისთვის, გამომდინარე კალინინგრადის ოლქის სიტუაციიდან და ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან დაპირისპირების თვალსაზრისით. ამიტომ ახლა ლიტვა უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაზე გავჩერდებით“, − განაცხადა დეპუტატმა.
როგორც ფიოდოროვმა აღნიშნა, ლიტვაზე არჩევანის გაკეთება იმითაც არის განპირობებული, რომ მის შემთხვევაში ყველაზე კარგად ჩანს დარღვევები. მისი თქმით, ვილნიუსმა დაარღვია სსრკ კანონი „სსრკ-დან საკავშირო რესპუბლიკის გამოყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცედურის შესახებ“, ვინაიდან ქვეყანას არ ჩაუტარებია რეფერენდუმი სსრკ-დან გასვლის თაობაზე.
„ედინაია როსიას“ დეპუტატის თქმით, ლიტვას მოჰყვებიან ლატვია, ესტონეთი და უკრაინა.
დეპუტატის განცხადებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმა ხელს შეუწყობს მათგან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრას. ხოლო საბჭოთა კავშირის იმ ყოფილი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, რომლებიც მშვიდობისმოყვარე პოლიტიკას ატარებენ, არ გადაიხედება.