უეფას ჩემპიონთა ლიგა: ბათუმის „დინამო“ ვლადიმირ ვაისის კლუბს დაუპირისპირდება

© photo: Sputnik / Stringerბათუმის სტადიონი
ბათუმის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
„დინამო“ პირველ მატჩს სტუმრად 5 ივლისს გამართავს, საპასუხო თამაში კი ბათუმში 12 ივლისს გაიმართება.
თბილისი, 14 მაისი – Sputnik. უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ სლოვაკეთის ჩემპიონ „სლოვანს“ (ბრატისლავა) დაუპირისპირდება. წილისყრა უეფას შტაბ-ბინაში სამშაბათს გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისია, კლუბში კი ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი კაპიტნები გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები ევროპაში 5–6 და 12–13 ივლისს გაიმართება. „დინამო“ პირველ მატჩს სტუმრად 5 ივლისს გამართავს, საპასუხო თამაში კი ბათუმში 12 ივლისს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემთხვევაში გუნდი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ან კონფერენს ლიგის პლეიოფში გასვლას გაინაღდებს.
წილისყრის დროს ბათუმელების სავარაუდო მეტოქეებს შორის იყვნენ კლუბები „ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), „შერიფი" (მოლდოვა), „ლინკოლნი" (გიბრალტარი) და „შემროკ როვერსი" (ირლანდია).
ყველა ახალი ამბავი
0