სტიქია საგურამოში - სპეციალური კომისია მიყენებულ ზარალს ითვლის

© Dusheti Municipalityგაწმენდითი სამუშაოები
გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
უამინდობამ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პრობლემები ერთი კვირის წინაც შეუქმნა.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
13 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად საგურამო და მიმდებარე სოფლები დაიტბორა. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, პარალელურად კი სპეცტექნიკის მეშვეობით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ დროისათვის ყველა საჭირო ტექნიკა მობილიზებულია და ჩართულია გაწმენდით სამუშაოებში.

„ფერდობებიდან ქვა-ღორღია ჩამოტანილი, რამაც გააღრმავა დაზიანებული არხები. მობილიზებულია ტექნიკა, საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორილია. მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

უამინდობამ მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პრობლემები ერთი კვირის წინაც შეუქმნა – 7 ივნისს ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საგურამოში მიწის მასა ჩამოიშალა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 12-დან 16 ივნისამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი.
ყველა ახალი ამბავი
0