მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სროლა საზღვარზე: დაშავებულია ტაჯიკი ჯარისკაცი

© AP Photo / Burt Herman
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ივნისი − Sputnik. ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასაზღვრო მონაკვეთზე დილით სროლა იყო, რა დროსაც ტაჯიკეთის მხარემ, სავარაუდოდ, ყუმბარმტყორცნები და ნაღმმტყორცნები გამოიყენა, იუწყება სააგენტო Asia Plus.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ტაჯიკი წვევამდელი.

„დაახლოებით 07:00 საათზე (თბილისის დროით 05:00 სთ) ბატკენის რაიონის ბულაკ-ბაშის მიდამოში ტაჯიკეთის სასაზღვრო პუნქტ „კეხის“ მხრიდან ყირგიზეთის სასაზღვრო პუნქტის „ბულაკ-ბაშის“ მიმართულებით ისროლეს. საპასუხოდ ყირგიზულმა მხარემ ასევე გაისროლა ტაჯიკეთის პოსტის მიმართულებით“, − ნათქვამია ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

სამსახურის ინფორმაციით, ორივე მხარის მესაზღვრეებმა საბრძოლო პოზიციები დაიკავეს, რის შემდეგაც ტაჯიკეთმა კვლავ დაიწყო ყუმბარმტყორცნებისა და ნაღმმტყორცნების სროლა, რაც დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ყირგიზეთის სასაზღვრო წარმომადგენელი ბატკენის რეგიონში ტაჯიკეთის წარმომადგენელს დაუკავშირდა ტელეფონით. შემთხვევის ადგილზე ორივე მხარის სასაზღვრო რაზმების ხელმძღვანელები გაემგზავრნენ ერთმანეთთან შესახვედრად.
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის მონაკვეთზე ვითარება ამ დროისათვის კვლავ დაძაბულია.
თვის დასაწყისიდან ეს სროლების უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი ინციდენტი 3 ივნისს მოხდა, რის შედეგადაც ყირგიზი სამხედრო დაშავდა.
ყველა ახალი ამბავი
0