რატომ არ შეიძლება სარკის წინ ძილი: ეზოტერიკოსთა განმარტება-რეკომენდაციები

© Pixabay / avianoსარკე საძინებელში
სარკე საძინებელში - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
იყო დრო, როდესაც მილიონობით ადამიანმა, აღიარა რა მატერიალიზმის პრინციპების უზენაესობა, მთლიანად უარყო სულისა და იმიერსამყაროს არსებობა. შესაბამისად, ხალხების მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი მთელი სიბრძნე სიბნელედ და ცრურწმენად გამოცხადდა.
მას შემდეგ მეცნიერებამ კიდევ ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ... და უეცრად აღმოჩნდა, რომ სულიც არსებობს და პარალელური სამყაროებიც; რომ ძველების რჩევებზე ხელაღებით უარის თქმა სწორი არ არის. მით უმეტეს, რომ სხვადასხვა ხალხების კულტურებში პრაქტიკულად ერთსა და იმავე რწმენას ვხვდებით ამა თუ იმ სიტუაციასთან თუ ნივთებთან დაკავშირებით.
სარკე - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
სარკის საიდუმლო: როდის და რატომ არ შეიძლება სარკეში ჩახედვა
ერთ-ერთი ასეთი ნივთია სარკე − ჩვენი ცხოვრების ყველაზე იდუმალი და ამოუცნობი თანამგზავრი. როგორც ეზოტერიკოსები ირწმუნებიან, ზოგჯერ ადამიანი ვერც კი აცნობიერებს, რომ მისი უბედურების მიზეზი სწორედ სარკე და მასთან დაკავშირებული მანიპულაციებია.
სარკის შესახებ უამრავი ცრურწმენა არსებობს. ერთ-ერთი ასეთია რწმენა იმისა, რომ სარკის წინ ძილი არ შეიძლება. ძველების თქმით, ეს იმიტომ, რომ:
ძილის დროს ადამიანის სული სრულიად დაუცველი რჩება, ამიტომ სარკეში ჩასახლებულ ბნელ ძალას მისი სხვა სამყაროში გადაყვანა შეუძლია;
ძილის დროს ადამიანის სული სხეულიდან გადის და, შეიძლება, სარკის გავლით სრულიად შემთხვევით მოხვდეს მიღმიერ სამყაროში. ანუ, გარდაიცვალოს;
სარკე ნეგატივს იწოვს, რომელსაც მერე მის წინ მძინარე ადამიანზე აფრქვევს. ამას შეიძლება მოჰყვეს ფინანსური დანაკარგები, წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში, ავადმყოფობა;
თუ ადამიანს სარკის წინ მარტოს სძინავს, შეიძლება მთელი ცხოვრება მარტოობაში გაატაროს;
თუ წყვილის საწოლი სარკის წინ დგას, მათი ურთიერთობები გაფუჭდება და შეიძლება დაშორდნენ კიდეც.
ამ ცრურწმენების გათვალისწინებით, ეზოტერიკოსები გვირჩევენ, გავითვალისწინოთ სარკის სწორად დადგმის წესები.
თუ გინდათ, რომ სარკემ არ გავნოთ:
დაკიდეთ სარკე საწოლზე მაღლა − ისე, რომ მასში მძინარე ადამიანი არ ირეკლებოდეს;
გამომდინარე იქიდან, რომ მრგვალი ან ოვალური სარკე ვნების მომტანად არ მიიჩნევა, შეგიძლიათ საძინებელში ასეთი ფორმის სარკე დადგათ − ოღონდ ისე, რომ საწოლს არ უყურებდეს;
თუ სარკის სხვა ადგილზე დადგმა არ ხერხდება, ღამღამობით რამე ჩამოაფარეთ მას;
დაამაგრეთ სარკე გარდერობის კარის შიდა მხარეზე − ასეთი სარკე ზიანს ვერ მოგაყენებთ.
ასე გამოიყურება დარგის სპეციალისტების განმარტებები და რეკომენდაციები. ირწმუნებთ თუ არა მათ − ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
ყველა ახალი ამბავი
0